შონ უილიამ სკოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შონ უილიამ სკოტი
დაბადების თარიღი 3 ოქტომბერი, 1976 (1976-10-03) (47 წლის)
კოტიჯ გროუ, მინესოტა, აშშ
სხვა სახელები შონ უ. სკოტი
საქმიანობა მსახიობი, კომიკოსი
აქტიური 1996–დღემდე

შონ უილიამ სკოტი (ინგლ. Seann William Scott, დ. 3 ოქტომბერი, 1977) — ამერიკელი კომედიური მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 3 ოქტომბერს 1977 წელს ქალაქ კოტეჯ–გროუვში მინისოტას შტატში, მშენებელის და დიასახლისის ოჯახში. წარსულში მის დედ–მამას, ორივეს სხვა ოჯახები ჰყავდა, და წინა ქორწინებისგან - სამ–სამი შვილი.

მინესოტის მკვიდრი შონი ლოს–ანჟელესში გადავიდა სკოლის დამთავრების შემდეგ და 1997 წელს სერიალისთვის „All My Children“ წარუმატებელი მოსმენის შემდეგ მოეწყო ტელეკომპანია The WB Television Network-ში, კომედიურ შოუში „Unhappily Ever After“. ამავე წელს მისი სატელევიზიო დებიუტი შედგა დრამაში, შემდეგ წელს კი კომედიური შოუს „Something So Right“ ვარსკვლავი გახდა.

მუშაობდა Home Depot–ში და იბრძოდა ყოველივე უმნიშვნელო როლისთვის ტელევიზიაში მანამ, სანამ ერთხელაც არ მიიღო მონაწილეობა ფილმში „ამერიკული ნამცხვარი“. შემდგომში იგი მრავალ ახალგაზრდულ კომედიაში მონაწილეობდა. მას აგრეთვე ჰქონდა ნაკლებად ცნობილი როლები ჰქონდა ტელესერიალებში და Aerosmith-ის მუსიკალურ ვიდეოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: