შერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შერი
დაბადების სახელი შერილინ სარქისიანი
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1946 (1946-05-20) (77 წლის)
ელ-სენტრო, კალიფორნია, აშშ
სხვა სახელები შერილ ლაპიერი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • მსახიობი
  • მოდელი
  • მოდის დიზაინერი
  • ტელეწამყვანი
  • კომიკოსი
  • სიმღერების ავტორი
  • მოცეკვავე
  • საქმოსანი
  • ფილანთროპი
  • ავტორი
  • კინოპროდიუსერი
  • რეჟისორი
  • მუსიკალური პროდიუსერი
აქტიური 1963- დღემდე
რელიგია ბუდიზმი
მეუღლე(ები) სონი ბონო
(იქ. 1964–75; გაეყარა)
გრეგ ოლმანი
(იქ. 1975–79; გაეყარა)
შვილ(ებ)ი ჩეზ ბონო
ელაიჯა ბლუ ოლმანი
მშობლები მამა: ჯონ სარქისიანი
დედა: ჯორჯია ჰოლტი
ჟანრ(ებ)ი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი cher.com

შერი იგივე შერილინ სარქისიანი ინგლ. Cherilyn Sarkisian (დ. 20 მაისი, 1946) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. მას მიღებული აქვს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, გრემი, ემი, 3 ოქროს გლობუსი და ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

შერი ერთადერთი ქალი მომღერალია რომელსაც ჰქონდა ტოპ ათეულში შემავალი ჰიტი უკანასკნელი ხუთი ათწლეულიდან თითოეულში.

ასევე შერი ცნობილია როგორც მომღერალი, რომელმაც ყველაზე დიდ ასაკში მოახერხა გრემის პრესტიჟული ჯილდოს აღება (53 წლის ასაკში). შერის სახელს უკავშირდება მუსიკალური ხმის ეფექტის ე.წ. ავტო-ტონის (Auto-Tune) დანერგვა, რის შემდეგაც იგი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე პოპ–მომღერლების მიერ. ავტო-ტონს მეორენაირად შერის ეფექტსაც ეძახიან, რადგან დივამ ის პირველად ცნობილ გრემით აღნიშნულ სინგლში "Believe"-ში გამოიყენა.

შერი ასევე მოიხსენიება, როგორც ერთადერთი პოპ-დივა რომელიც მღერის თითქმის ყველა სტილში: Rock n' Roll, Pop, Country, Rock, Metal, Disco Music, R&B.

მხოლოდ შერი და ბარბრა სტრეიზანდი არიან ოსკაროსანი მსახიობები, რომელთაც პარალელურად გრემის ჯილდოც აქვთ მიღებული.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1982 დაბრუნდი, ჯიმი დინ Come Back to the Five and Dime, Jimmy Dean, Jimmy Dean სისი
1983 სილქვუდი Silkwood დოლი პელიკერი
1985 ნიღაბი Mask რასტი დენისი
1987 შეშლილი Moonstruck ლორეტა კასტორინი
1992 მოთამაშე The Player საკუთარი თავი
1999 ჩაი მუსოლინისთან Tea with Mussolini ელზა შტრაუსი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შერი&oldid=4618162“-დან