ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი (ქხმკ)საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია 2009 წლის მარტში სანქტ-პეტერბურგში. 2009 წლის 14 მაისს ქართველ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე სოჭში კონგრესის პრეზიდენტმა ალექსანდრე ებრალიძემ განაცხადა თავისი სურვილის შესახებ დაიწყოს ბრძოლა საქართველოს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად.

ორგანიზაციის პრეზიდენტია ალექსანდრე ებრალიძე — რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი. ვიცე-პრეზიდენტები: ბადრი მელაძე — ქ. მოსკოვის სახელმწიფო გაერთიანებული საწარმოს ”დედაქალაქის აფთიაქების” გენერალური დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების სფეროში; ვლადიმერ ხომერიკი — რუსეთის ინოვაციური და საინვესტიციო სფეროს სპეციალისტების სახელმწიფო აკადემიის რექტორის მრჩეველი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]