ფრენსის ლოურენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრენსის ლოურენსი

ლოურენსი San Diego Comic-Con-ზე 2015 წელს
მშობლიური სახელი Francis Lawrence
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1971 (1971-03-26) (53 წლის)[1]
ვენა, ავსტრია
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • რეჟისორი
  • სცენარისტი
აქტიური 1993-დღემდე

ფრენსის ლოურენსი (ინგლ. Francis Lawrence; დ. 26 მარტი, 1971) — ამერიკელი კინო და მუსიკალური ვიდეოების რეჟისორი და სცენარსიტი.

ლოურენსი დაიბადა ვენაში, ავსტრიაში. მამამისი ფიზიკის მასწავლებელი იყო კალიფორნიის უნივერსიტეტში, დედა მუშაობდა პიარ-სააგენტოში.[2][3] სამი წლიდან ცხოვრობს ლოს-ანჯელესში. მუშაობა დაიწყო ფილმ Marching Out of Time-ის რეჟისორის ასისტენტად. ლოურენსი თანაკლასელ მაიკ როზენთან ერთად შეუდგა მუსიკალური ვიდეოების გადაღებას.

მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „კონსტანტინე“ გამოვიდა 2005 წელს. მას შემდეგ გადაიღო რამდენიმე ფილმი, მათ შორის — პოსტაპოკალიპტური საშინელება „მე ვარლეგენდა“ (2007), რომანტიკული დრამა „წყალი სპილოებისთვის“ (2011), სამეცნიერო ფანტასტიკური ანტიუტოპიური სერია „შიმშილის თამაშებიდან“ სამი ფილმი: „შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში“ (2013), „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1“ (2014) და „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2“ (2015) და თრილერი „წითელი ბეღურა“ (2018).

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი შენიშვნები
2005 „კონსტანტინე“
2007 „მე ვარ ლეგენდა“
2009 „მეფეები“ ტელესერიალი
2011 „წყალი სპილოებისთვის“
2012-13 „კავშირი“ ტელესერიალი
2013 „შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში“
2014 „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1“
2015 „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2“
2018 „წითელი ბეღურა“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biografie of Francis Lawrence დაარქივებული 2013-11-14 საიტზე Wayback Machine. on nytimes.com
  2. Lee, Chris (19 თებერვალი, 2005). „From MTV to wrestling with Satan“. LATimes.com. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Brownfield, Paul (13 დეკემბერი, 2007). „Finding hope in dystopia“. LATimes.com. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)