ფლორიანუ პეიშოტუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლორიანუ პეიშოტუ
ფლორიანუ პეიშოტუ
ბრაზილიის მე-2-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ნოემბერი, 1891 – 15 ნოემბერი, 1894
წინამორბედიდეოდორუ და ფონსეკა
მემკვიდრეპრუდენტე დი მორაისი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ნოემბერი, 1889 – 23 ნოემბერი, 1891
პრეზიდენტიდეოდორუ და ფონსეკა
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრემანუელ ვიტორინუ

დაბადებული20 აპრილი, 1839
მასეიო, ალაგოასი
გარდაცვლილი29 ივლისი, 1895
ბარა-მანსა, რიო-დე-ჟანეირო

ფლორიანუ პეიშოტუ (პორტ. Floriano Vieira Peixoto; დ. 20 აპრილი, 1839, მასეიო, ალაგოასი — გ. 29 ივლისი, 1895, ბარა-მანსა, რიო-დე-ჟანეირო ) — ბრაზილიელი პოლიტიკოსი, ბრაზილიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და მეორე პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ალაგოასის შტატში. მიიღო პროფესიული სამხედრო განათლება. 1864–1870 წლებში მონაწილეობდა პარაგვაის ომში. ვიცე-პრეზიდენტად არჩევის მომენტში ბრაზილიის არმიის მარშალი იყო.

დეოდორუ და ფონსეკას გადადგომის შემდეგ გახდა ბრაზილიის პირველი რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი. მისი ლეგიტიმურობა ამ თანამდებობაზე საეჭვო იყო, რადგან ბრაზილიის კონსტიტუციის 42 მუხლის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს მას შემდეგ თუ ეს უკანასკნელი ქვეყანას მართავდა კონსტიტუციით მინიჭებული ვადის ნახევარზე მეტი დროით მაინც.

მისი მმართველობის პერიოდში 1893–1894 მოხდა საზღვაო ოფიცრების ამბოხება. გარდა ამისა ფედერალისტების გამოსვლები დაიწყო რიუ-გრანდი-დუ-სულისა და სანტა-კატარინას შტატებში. მისი მმართველობა ზოგადად ხელისუფლების ცენტრალიზაციით და ნაციონალისტური ტენდენციებით ხასიათდება.

ფლორიანუ პეიშოტუმ თანამდებობა დატოვა დეოდორუ და ფონსეკას კონსტიტუციური ვადის გასვლის დროს (15 ნოემბერი, 1894). 1894 წელს მის პატივსაცემად სანტა-კატარინას დედაქალაქს დეშტერუს ეწოდა – ფლორიანოპოლისი.

იხილეთა ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
დეოდორუ და ფონსეკა
ბრაზილიის პრეზიდენტი

18911894
შემდეგი:
პრუდენტე დი მორაისი