ფიბი ტონკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიბი ტონკინი

ფიბი ტონკინი 2014 წელს
მშობლიური სახელი Phoebe Tonkin
დაბადების სახელი ფიბი ჯეინ ელიზაბეთ ტონკინი
დაბადების თარიღი 12 ივლისი, 1989 (1989-07-12) (34 წლის)[1][2]
სიდნეი, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2006–დღემდე

ფიბი ჯეინ ელიზაბეთ ტონკინი[1] (ინგლ. Phoebe Jane Elizabeth Tonkin; დ. 12 ივლისი, 1989, სიდნეი) — ავსტრალიელი მსახიობი და მოდელი. ცნობილია შესრულებული როლებით ტელესერიალებში „H2O უბრალოდ დაამატე წყალი“, „საიდუმლო წრე“ და „ვამპირის დღიურები“.

ადრეულ ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

4 წლის ასაკიდან მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საცეკვაო კურსებზე. 12 წლის ასაკიდან გაიარა სხვადასხვა კურსები ავსტრალიის ახალგაზრდათა და უორფის თეატრებში. გადაღებულია რამდენიმე სარეკლამო რგოლში. ტონკინი აგრეთვე გამოჩნდა მაილს ფიშერის მუსიკალურ ვიდეორგოლში სახელწოდებით „არ დაანებო წასვლა“. 2012 წელს მეგობართან, ტერეზა პალმერთან ერთად შექმნა საიტი ჯანმრთელობაზე.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის დეკემბრიდან ფიბი ტონკინი ასახიერებდა კლეო სერტორის როლს ავსტრალიურ ტელესერიალში „H2O უბრალოდ დაამატე წყალი“, სადაც მოთხორბილია სამი თინეიჯერი გოგონას ცხოვრება, რომლებიც ქალთევზებად გადაიქცნენ. სერიალის პრემიერა გაიმართა 2006 წლის 7 ივლისს.

2008 წელს ტონკინი ნომინირებული იყო AACTA-ს ჯილდოზე.[3] ამასთან, ტონკინი გამოჩნდა რამდენიმე ავსტრალიურ სატელევიზიო შოუში: „Packed to the Rafters“ და „Home and Away“.[4] 2010 წლის სექტემბერში შედგა მისი დებიუტი ავსტრალიურ ფილმში „შემოჭრა: ბრძოლა სამოთხისთვის“, სადაც იგი მდიდარ ფიონა მაქსველს განასახიერებს. იმავე წლის აგვისტოში ტონკინი მონაწილეობდა საშინელებათა ფილმში „ცუნამი 3D“

2011 წლის იანვარს ტონკინი გადავიდა ლოს-ანჯელესში.[5] 2011 წლის მარტიდან იგი მონაწილეობას იღებდა The CW-ს ტელესერიალს „საიდუმლო წრე“ ფეი ჩემბერლენის როლში.[6] სერიალის პრემიერა გაიმართა 2011 წლის 15 სექტემბერს და 3.5 მილიონი მაყურებელი მიიზიდა. სერიალი ახალგაზრდა ჯადოქრების ჯგუფის გარშემო მიმდინარეობს, რომლებიც საიდუმლოთი არიან გაერთიანებულნი. სერიალი მთელი ერთი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2012 წლის 11 მაისს გადაწყდა, რომ სერიალი აღარ გაგრძელდებოდა.

2012 წლის აგვისტოში ტონკინი ჰეილის როლით შეუერთდა ტელესერიალ „ვამპირის დღიურებს“. სერიალში აგრეთვე მონაწილეობდა მისი მეგობარი კლერ ჰოლტი, რომელიც რებეკა მაიკლსონის როლს ასრულებს.[7]

2013 წლის 11 იანვარს The CW-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იგეგმებოდა სერიალ „ვამპირის დღიურების“ სპინ-ოფის გადაღება, რომლის სახელიც იქნებოდა „ორიგინალები“. 2013 წლის 13 თებერვალს ტელეკომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერიალის, „ორიგინალები“ მსახიობთა შემადგენლობას აგრეთვე შეუერთდებოდა კლერ ჰოლტი.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 About the Stars: Phoebe Tonkin as 'Cleo'. ZDF-Enterprises.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2010. ციტირების თარიღი: 18 March 2010.
  2. H2O Cast: Phoebe Tonkin as Cleo. Jonathan-m-shiff.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-29. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2011.
  3. L'Oréal Paris 2008 AFI Awards Nominees. Australian Film Institute (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი, 2009. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2014.
  4. Away From the Bay. Yahoo!7 (10 აგვისტო, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო, 2010. ციტირების თარიღი: 10 აგვისტო, 2010.
  5. Moran, Jonathon (19 ივნისი, 2011). „Phoebe Tonkin's prime time gig on new TV series The Secret Circle“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  6. Bricker, Tierney. (15 მარტი, 2011) 'The Secret Circle' finds its Faye: Phoebe Tonkin. Zap2it. ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2012.
  7. Bricker, Tierney (7 აგვისტო, 2012). Vampire Diaries Scoop: The Secret Circle's Phoebe Tonkin Joins the Show“. E!. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  8. Goldberg, Lesley (13 February 2013). 'Vampire Diaries' Spinoff 'The Originals' Adds Claire Holt“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)