ტომას სევერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტომას სევერი (ინგლ. Thomas Savery, დაბადებით შილსტოუნი; დ. 1650 — გ. 1715) — ინგლისელი მექანიკოსი, გამომგონებელი. პირველი თბური (ორთქლის) ძრავის ერთ-ერთი შემქნელი.

დაიბადა შილსტონში მოდბერისთან, დევონშირი. ხშირად სევერის სამხედრო ინჟინრად მოიხსენიებენ, თუმცა ეს მცდარია. მის წიგნში "მაღაროელის მეგობარი" ის ხელს აწერს, როგორც "Captain Savery". სავარაუდოდ ის კორნუოლის მაღაროში ზედამხედველი უნდა ყოფილიყო, სადაც მიღებული იყო ამ რანგის ადამიანთა "კაპიტნად" წოდება. სევერიმ პირველმა გამოიყენა ორთქლის ენერგია ტექნიკაში. 1698 წელს მიიღო ინგლისის პატენტი ორთქლის კამერულ შემწოვ-დამქშენ მოწყობილობაზე, რომელსაც მცირე სიმძლავრე ჰქონდა და წყალი მნიშვნელოვან სიმაღლეზე ვერ აჰქონდა.