ტომას ნიუკომენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტომას ნიუკომენი (დ. 28 თებერვალი, 1663, დარტმუტი — გ. 7 აგვისტო, 1729, ლონდონი) —ინგლისელი გამომგონებელი, პროფესიით მჭედელი.

1705 წელს მკალავ ჯ. კოულთან ერთად ააგო ორთქლის ტუმბო, რომელშიც ძრავა შეერთებული იყო ტუმბოსთან. ეს გამოგონება ვერ დააპატენტა, რადგან მასზე ადრე, 1698 წელს, ტ. სევერის მიერ დაპატენტებული იყო ორთქლის წყალმიმღები. ნიუკომენი ორთქლის მანქანა არ იყო უნივერსალური ძრავა, მას შეეძლო ემუშავა მხოლოდ როგორც ტუმბოს. ნიუკომენის დამსახურება ის არის, რომ მან პირველმა წამოაყენა ორთქლის გამოყენების იდეა მექანიკური მუშაობის მისაღებად. მის სახელს ატარებს დიდი ბრიტანეთის ტექნიკურ ისტორიკოსთა საზოგადოება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]