ტომას ლინდალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომას ლინდალი
შვედ. Tomas Robert Lindahl
დაბ. თარიღი 28 იანვარი, 1938(1938-01-28)[1] [2] [3] (86 წლის)
დაბ. ადგილი სტოკჰოლმი
მოქალაქეობა  შვედეთი
საქმიანობა ბიოლოგი, გენეტიკოსი, ქიმიკოსი და ექიმი
მუშაობის ადგილი გეტებორგის უნივერსიტეტი, Linköping University და Francis Crick Institute[4]
ალმა-მატერი შვედეთის სამეფო ინსტიტუტი[5] და უფსალის უნივერსიტეტი[5]
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[6] , კოპლის მედალი[7] , სამეფო მედალი, ნობელის პრემია ქიმიაში[8] [9] , EMBO-ს წევრობა, Prix International de l’INSERM[10] , honorary doctor of the University of Gothenburg, კრუნის სახელობის პრემია, Fellow of the Academy of Medical Sciences, Fellow of the AACR Academy, H. M. The King's Medal და AAAS-ის წევრი[11]
გავლენა მოახდინეს
საიტი liu.se/medarbetare/tomli13

ტომას რობერტ ლინდალი (შვედ. Tomas Robert Lindahl, დ. 28 იანვარი 1938, სტოკჰოლმი) — შვედი ბიოქიმიკოსი. მუშაობს კარცინომას შესწავლის მიმართულებით. 1964-1967 წლებში იყო პრინსტონის უნივერსიტეტის ასპირანტურაში (PhD, 1967); 1967-1969 წლებში — ნიუ-იორკში არსებულ როკფელერის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში; 1969-1977 წლებში — სტოკჰოლმის შვედეთის სამეფო ინსტიტუტში, სადაც 1971 წელს მიიღო ექიმის დიპლომი, ხოლო შემდეგ გახდა მეცნიერ-მუშაკი; 1977-1981 წლებში — გეტებორგის უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოქიმიის კათედრაზე. 1981 წლიდან არის დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის მეცნიერ-მუშაკი. პენსიაზე გასვლის შემდეგ, 2009 წელს სათავეში ჩაუდგა ამ ფონდის ლაბორატორიას ჰერტფორდშირში. დიდი ბრიტანეთის ნატურალიზებული მოქალაქე. მისი მეუღლე ელის ადამსი აგრეთვე ბიოქიმიკოსია. ტომას ლინდალს 2015 წელს პოლ მოდრიჩსა და აზიზ სანჯართან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. მეცნიერები დნმ-ის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის (რეპარაციის) პროცესის შესწავლისთვის დაჯილდოვდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]