ტომას კრანმერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომას კრანმერი

ტომას კრანმერი (ინგლ. Thomas Cranmer; დ. 2 იანვარი, 1489 — გ. 21 მარტი, 1556) — ინგლისის რეფორმაციისა და კენტერბერის საარქიეპისკოპოს ლიდერი ჰენრი VIII და ედუარდ VI-ის მეფობების დროს. ის დაეხმარა ჰენრი VIII-ს არაგონის კატერინასგან გაყრაში, რამაც გამოიწივია ინგლის ეკლესიის წმინდა რომთან კავშირისგან გამოყოფა. ტომას კრომველთან ერთად ის მხარს უჭერდა მეფის მმართველობის სფეროების გაზრდას, რაშიც იგულისხმებოდა ის, რომ ეკლესია მეფის მმართველობას დაემქვედებარებოდა.

კრანმერის არქიეპისკოპოსობის დროს ინგლისურ ეკლესიას დაემატა პირველი დოქტრინალური და ლიტურგიული შენობები. ჰენრის გამოისობით, მას არ შეუტანია დიდი ცვილებები ეკლესიაში, რათა არ გაემძაფრებინა ბრძოლა კონსერვატორებსა და რეფორმატორებს შორის. თუმცა მან გამოსცა პირველი ავტორიზირებული წიგნი ეკლესიის ქადაგებისა და ლიტანიის შესახებ.

როდესაც ედვარი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, მას მხოლოდ მაშინ მიეცა საშუალება განეხორციელებინა მთელი რიგი რეფორმები. მან დაწერა და გამოსცა რიგითი მლოცველის წიგნი და სრული ლიტურგია ინგლისის ეკლესიისთვის. კრანმერმა რამდენიმე ევროპელ რეფორმატორთან ერთად, რომლებსაც მან თავშესაფარი მისცა, განახორციელა ახალი დოქტრინალური სტანდარტები, როგორიცაა ზიარება, სასულიერო პირთა დაუქორწინებლობა, გაზარდა ფრესკათა და წმინდანთა თაყვანისცემისისთვის განკუთვნილი ადგილთა როლი. ყოველივე ეს მან მლოცველის წიგნის და მრავალი სხვა გამოცემების მეშვეობით გამოაცხადა და დააწესა.

როდესაც მერი I ავიდა ტახტზე კრანმერი ორგულობისა და ღალატისთვის დასაჯეს. ორ წელზე მეტი ხანი გაატარა პატიმრობაში და ამ დროს საეკლესიო ავტორიტეტების გავლენითა და ზეწოლით მან უარყო კათოლიკური რწმენა. თუმცა მისი სიკვდილით დასჯის დღეს უარყო ყოველივე რაც პატიმრობის დროს განაცხადა და საბოლოოდ მოკვდა როგორც პროტესტანტი წამებული. მან ინგლისს და ინგლისის ეკლესიას უანდერძა მლცველთა წიგნი, 39 სტატია და რწმენის ანგლიკანური უწყება, რომელსაც მისი ნამუშევრები ქადაგებენ.

ადრეული წლები (1489–1527)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომას კრანმერი

კრანმერი დაიბადა 1489 წელს ასლოკტონში, ნოტინგემშეა, ინგლისი. მისი მშობლები ტომასი და აგნესა მოკრძალებული მდიდარი ხალხი იყო, რომლებიც არისტროკრატთა წრიდან არ იყვნენ. მამული და ქონება მთლიანად მათ უფროს ვაჟს ჯონს დარჩა, იმის გათვალისწინებით, რომ ტომასი და მისი უმცროსი ძმა ედმუნდი, სასულიერო ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ. კრანმერის ადრეულ სასწავლო პერიოდზე ცნობები არ მოიპოვება და იგი ამჟამად კვლავ უცნობი რჩება. მან სავარაუდოდო დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა. როდესაც იგი 14 წლისა შეიქნა, ორი წლის შემდეგ მამის გარდაცვალებისა, იგი ახლად შექმნილ იესოს კოლეჯში გააგზავნეს, რომელიც ქემბრიჯში მდებარეობდა. აქ მან დაჰყო წარმოუდგენლად ნაყოფიერი 8 წელი, მან ამ დროში მოასწრო აეღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი, შეესწავლა ლოგიკის საფუძვლები, კლასიკური ლიტერატურა და ფილოსოფია. სწავლის დროს იგი აგროვებდა შუასაუკუნეების სამეცნიერო წიგნებს, რომელთაც შემდგომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავდა. ოსტატის ხარისხის მისაღებად მან განსხვავებული სწავლების კურსი გაირა, კერძოდ შეისწავლა ისეთი ჰუმანისტები როგორებიც არიან ჟაკ ლეფევრი და ერასმუსი. მან ეს კურსი შეუფერხებლად, 3 წელიწადში გაიარა. მალევე ხელოვნების ოსტატის ხარისხის აღების შემდეგ, იგი იესოს კოლეჯის საძმოში გააწევრიანეს.

ამის შემდეგ მან ცოლად შეირთო ქალი, სახელად ჯოანა. რადგანაც იგი აქამდე მღვდელი არ იყო, იძულებული გახდა საძმო დაეტოვებინა. რათა უზრუნველყო თავისი ოჯახი მან ლექციების კითხვა დაიწყო სხვა კოლეჯში. როდესაც მისი ცოლი გარდაიცვალა, პირველ ბავშვზე მშობიარობის დროს, იესოს კოლეჯმა პატივისცემა გამოხატა მის მიმართ, საძმოში წევრობის აღდგენით. მან დაიწყო თეოლოგიის სწავლა და უკვე 1520 წლისთვის, მან უკვე მიიღო წმინდა დავალებები. ამ დროისთვის საძმო მას ასახელებდა, როგორც ორდენის ერთ–ერთ მქადაგებელს. მან ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება 1526 წელს მიიღო.

ბევრი არაფერი არ არის ცნობილი მის მოსაზრებებსა და გამოცდილებაზე, რომელიც ქემბრიჯში ყოფნისას გააჩნდა. ჩვეულებრივ მას ახასიათებდნენ, როგორც ჰუმანისტს რომლის ბიბლიის ცოდნა, ამზადებდა მას აეთვისებინა ლუთერანული იდეეები, რომლებიც იმ ხანად, 1520 წელს, ფართოდ იყო გავრცელებული. თუმცაღა მარგინალიის სწავლისას მას განუახლდება ის ანთიპათია, რომელიც მანამდე მარტინ ლუთერის მიმართ გააჩნდა და რის გამოც ერასმუსით აღტაცებაში მოდიოდა. როდესაც კარდინალმა უესლიმ, მეფის კანცლერმა, ევროპაში დიპლომატებად ქემბრიჯელი სწავლულები დანიშნა, როგორებიც იყვნენ ედვარდ ლი, სტეფან გერდაინერი, და რიჩარდ სემპსონი, კრამერმა მიიღო მცირე ადგილი ესპანეთში ინგლისის საელჩოში და როგორც კრამერის ორ უკანსკნელ აღმოჩენილ წერილში ირკვევა, იგი სწორედ აქ შეხვედრია ჰენრი VIII–ს. 1527 წელს, კრამერის ესპანეთში დაბრუნებისას, მას ჰქონდა ნახევარ საათიანი საუბარი მეფესთამ, რომელსაც შემდეგ იგი უფლისწლთა შორის ყველაზე კეთილს უწოდებს.

ჰენრი VIII–ის სამსახურში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰენრი VIII–მ პირველად მისი განსვენებული ძმის, არტურის (გარდაიცვალა 1502 წელს), ცოლზე იქორწინა. ჰენრი VII–მ არაგონის კატერინასა და მომავალ მეფეს დასწერა ჯვარი. ამ ქორწინებამ მაშინვე დაბადა კითხვები, იყო თუ არა რელიგიურად დაშვებული ამგვარი ტიპის შეუღლება, ანუ ძმის ცოლის შერთვა. წყვილი 1509 წელს დაქორდწინდა და მრავალხნიანი უშვილობის შემდეგ 1516 წელს ქალიშვილი, სახელად მერი შეეძინათ. 1516–1520 წლებისთვის ჰენრის ვაჟი ჯერ არ ჰყავდა და ამას ღვთის რისხვად თვლიდა, ამიტომ მან ვატიკანთან ქორწინების ანულირების შესახებ მოლაპარაკება დაიწყო. მან კარდინალ უისლის ამ საქმის მოგვარება დაავალა.კარდინალმა უნივერსიტეტის ექსპერტებთან კონსულტაციები დაიწყო. 1527 წლიდან რაც კრანმერი ქემბრიჯის მეთაურად დაინიშნა, მეფის განქორწინების საქმეში ჩაება.

1529 წლის ზაფხულში იგი ნათესავებთან ერთად უელდემის წმინდა ჯვარში რჩება, რათა აიცილოს ქემბრიჯში გავრცელებული შავი ჭირი. ორი ქემბრიჯელი კოლეგა სტეფან გარდინერი და ედვარდ ფოქსიც მას შეურერთდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: