ტოკიოს უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოკიოს უნივერსიტეტი
დევიზი Into a Sea of Diversity: Creating the Future through Dialogue[1] , 多様性の海へ:対話が創造する未来[2] , Discover Excellence.[3] და 志ある卓越。[4]
დაფუძნდა 1877
ტიპი უნივერსიტეტი
თავმჯდომარე Teruo Fujii[5]
სტუდენტი 28 218[6]
ქალაქი ტოკიო
ქვეყანა იაპონია
ფერები navy blue
კავშირები IIIF Consortium[7] , International Alliance of Research Universities, The Japan Association of National Universities[8] [9] , arXiv[10] , ORCID[11] და Open Education Global[12]
ტოკიოს უნივერსიტეტი — იაპონია
ტოკიოს უნივერსიტეტი
www.u-tokyo.ac.jp

ტოკიოს უნივერსიტეტი (東京大学; Tōkyō Daigaku, აკრონომი 東大 Tōdai) — ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტი იაპონიაში. უნივერსიტეტს ხუთი კამპუსი აქვს ჰონგოში, კომაბაში, კაშივაში, შიროკანესა და ნაკანოში; 10 ფაკულტეტი 30.000 სტუდენტით, რომელთა შორის 2100 უცხოელია (რაც საკმაოდ დიდია იაპონური სტანდარტებით). მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა აკადემიურ დისციპლინას ასწავლიან უნივერსიტიტეში, ის ყველაზე მეტად იურიდიული და ლიტერატურის ფაკულტეტებით არის ცნობილი. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის არის მრავალი იაპონელი პოლიტიკოსი, თუმცა სკოლის გავლენამ ბოლო პერიოდში იკლო. შედარებისთვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის პრემიერ-მინისტრთა წილი 1950-იან, 60-იან, 70-იან, 80-იან და 90-იან წლებში შესაბამისად იყო 2/3. 1/2. 1/4. 1/5 და 1/6.

ტოკიოს უნივერსიტეტი საყოველთაოდ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სკოლად მიიჩნევა მრავალ დარგში ფეხდაფეხ დანარჩენ ექვს იმპერიულ უნივერსიტეტებთან, განსაკუთრებით კი კიოტოს უნივერსიტეტთან. მეცნიერებაში, კიოტოს გაცილებით მეტი მეცნიერი და ნობელის პრემიის ლაურეატი ჰყავს აღზრდილი. ტოკიოს იმპერიული უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრეზიდენტთაგან იყო კიკუჩი დაიროკუ.

მთავარი ჰონგოს კამპუსი კაგას პროვინციის ედოს პერიოდის ფეოდალ მემამულეთა, მაედას ოჯახის ყოფილ მამულზე მდებარეობს. უნივერსიტეტის ყველაზე განთქმული ღირსშესანიშნაობა, აკამონი (წითელი კარიბჭე) რელიქვიად ითვლება. უნივერსიტეტის სიმბოლოა გინგკოს ფოთოლი, რომლის ხეები მრავლადაა კამპუსის არემარეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.u-tokyo.ac.jp/en/about/utokyo-compass.html
  2. https://www.u-tokyo.ac.jp/focus/ja/articles/z0508_00110.html
  3. https://www.u-tokyo.ac.jp/ja/about/public-relations/b01_05_08.html
  4. https://www.u-tokyo.ac.jp/ja/about/public-relations/b01_05_07.html
  5. https://www.u-tokyo.ac.jp/focus/ja/press/z1304_00150.html
  6. https://www.u-tokyo.ac.jp/content/400215809.pdf
  7. http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
  8. https://www.janu.jp/janu/about/
  9. https://www.janu.jp/wp/wp-content/uploads/2021/04/members_20210401.pdf
  10. Our Members / Tier 1
  11. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  12. https://web.archive.org/web/20230322221352/https://www.oeglobal.org/about-us/members-list/