ტისოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტისოკი

ტისოკი (ნაუატ. "ეკალშერჭობილი ფეხი") (დ. 1436 – გ. 1486) - იყო 1481 წლის 30 ოქტომბრიდან 1486 წლამდე აცტეკთა ქალაქის ტენოჩტიტლანის (ამჟ. მეხიკო) მბრძანებელი. მოწამლულ იქნა აცტეკი არისტოკრატების მიერ. მისი მმართველობის დროს იქნა დაწყებული ტენოჩტიტლანის დიდი ტაძრის მშენებლობა, რომელიც ომის ღმერთ ჰუიცილოპოჩტლის ეძღვნებოდა.