ტარიქ იბნ ზიადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარიქ იბნ ზიადი, 711 წ.

ტარიქ იბნ ზიადი ესპანეთის ისტორიასა და ლეგენდებში ცნობილი როგორც ტარიქ ელ ტუერტო (ცალთვალა ტარიქი); ტარიქ ბინ ზეიადი; (არაბ.: طارق بن زياد, გ. 720) — ბერბერი მხედართმთავარი, რომელიც ხელმძღვანელობდა ვესტგუთების ესპანეთის დაპყრობას 711 წელს. ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამხედრო სტრატეგად იბერიის ისტორიაში. თავდაპირველად მუსა იბნ ნუსაირის ქვეშევრდომი (მოადგილე) იყო ჩრდილო აფრიკაში, რის შემდეგაც გაგზანილ იქნა იბერიის ნახევარკუნძულის დასალაშქრად. ზოგიერთი ცნობით ის მოწვეული იყო ვისიგოთების მეფეების მემკვიდრე ვიტიცას მიერ ვისიგოთების სამოქალაქო ომში დასახმარებლად.

711 წლის 29 აპრილს ტარიქის არმია გადმოსხდა გიბრალტარზე (ეს სახელწოდება არაბულად ჯაბალ ტარიქის წარმოებულია და ტარიქის მთას ნიშნავს, ან უფრო ზუსტად ღიბრ ტარიქს - ტარიქის კლდეს). ნაპირზე გადმოსხდომისას გადმოცემით ტარიქს ხომალდების დაწვა უბრძანებია და შემდეგი, მუსლიმანური სამყაროსთვის კარგად ცნობილი, სიტყვით გამოსულა ჯარისკაცების წინაშე:

ვიკიციტატა
„ أيّها الناس، أين المفر؟ البحر من ورائكم، والعدوّ أمامكم، وليس لكم والله إلا الصدق والصبر...“
(ო ხალხო! გასაქცევი არსად არის! თქვენს უკან ზღვაა, ხოლო წინ კი — მტერი: არაფერი დაგრჩენიათ, ღვთით, გარდა გულადობისა და მოთმინებისა.)

მურების არმია მთელ ესპანეთს მოედო და 711 წლის ზაფხულში მტკიცე გამარჯვება მოიპოვა ვესტგუთების მეფე როდერიკზე, რომელიც 19 ივლისს გუადალეტეს ბრძოლაში მოკლეს კიდეც. მას შემდეგ ტარიქი ესპანეთის მმართველად დანიშნეს, თუმცა მოგვიანებით გაიწვიეს უკან დამასკოში უმაიადთა ხალიფა ვალიდ I-ის ინიციატივით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Roger Collins: The Arab Conquest of Spain, 710-797 (Oxford and Cambridge Mass.: Blackwell, 1989). Revised reprint (in paperback) published in 1994, reprinted 1995, 1998.
  • Pascual de Gayangos y Arce, The History of the Mohammedan Dynasties in Spain. vol. 1. 1840. English translation of al-Maqqari.
  • Ahmad ibn Yahya al-Baladhuri, Kitab Futuh al-Buldan, English translation by Phillip Hitti in The Origins of the Islamic State (1916, 1924).
  • Anon., Akhbār majmūa fī fath al-andalūs wa dhikr ūmarā'ihā. Arabic text edited with Spanish translation: E. Lafuente y Alcantara, Ajbar Machmua, Coleccion de Obras Arabigas de Historia y Geografia, vol. 1, Madrid, 1867.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]