სუნ იატსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუნ იატსენი
სუნ იატსენი
ჩინეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი 1912 – 1 აპრილი, 1912
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეიუან შიკაი

დაბადებული12 ნოემბერი 1866
ჩშუნჟანი გუანდუნი
გარდაცვლილი12 მარტი, 1925
პეკინი, ჩინეთი
პოლიტიკური პარტიაგომინდანი
მეუღლესუნ ცინლინი

სუნ იატსენი (ჩინ. 孫逸仙; დ. 12 ნოემბერი, 1866, ჩშუნჟანი, გუანდუნი — გ. 12 მარტი, 1925, პეკინი, ჩინეთი) — ჩინელი რევოლუციონერი. გომინდანის პარტიის დამაარსებელი. 1940 წელს სუნ იატსენს სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს „ერის მამის“ ტიტული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუნ იატსენი დაიბადა 1866 წლის 12 ნოემბერს გუანდუნის სოფელ ცუიხენში. დაბადებისას უწოდეს ვენი. შედგომ პერიოდში ცნობილი იყო სუნ ვენის ან სუნ ჩჟუნშანის სახელით. მისი მშობლიური ენა იყო კანტონის დიალექტის ჩჟუნშანური ვარიანტი. სწავლობდა ადგილობრივ სკოლაში, რის შემდეგაც გადავიდა ჰავაიში, სადაც უკვე იმყოფებოდა მისი ძმა. ჰონოლულუში სწავლა გააგრძელა სამედიცინო კოლეჯში. 1883 წელს დაბრუნდა სამშობლოში.

1892 წელს დაამთავრა ჰონკონგის სამედიცინო ინსტიტუტი. 1894 წელს დააარსა ანტიმანჯურიული რევოლუციური ორგანიზაცია „ჩინეთის აღორძინების კავშირი“. აჯანყების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. მოგზაურობდა ევროპაში, აშშ-ში, კანადაში და იაპონიაში, რევოლუციური ბრძოლისათვის ფულის შესაგროვებლად. 1905 წელს ტოკიოში გამოაცხადა რევოლუციური ორგანიზაციის ტუნმენხოის ჩამოყალიბების შესახებ.

1911 წელს უჩანის აჯანყების წარმატებით დასრულების შემდეგ დაბრუნდა ჩინეთში და არჩეულ იქნა ჩინეთის რესპუბლიკის დროებით პრეზიდენტად. სამიოდე თვეში იძულებული იყო გადამდგარიყო თანამდებობიდან საიმპერატორი არმიის მთავარსარდლის იუან შიკაის სასარგებლოდ. 1912 წელს ჩამოაყალიბა პარტია გომინდანი. 1913 წელს გამოაცხადა მეორე რვოლუციის დაწყება, მაგრამ განიცადა ფიასკო და გაიქცა იაპონიაში.

სუნ იატსენი გარდაიცვალა სიმსივნით 1925 წლის 12 მარტს პეკინში. საკუთარი ანდერძის მიხედვით დაკრძალეს ცზინცზინშანის მთაზე ნანკინში, მავზოლეუმში რომელიც ლენინის მავზოლეუმის მსგავსად იქნა მოწყობილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]