სულხან ცინცაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცინცაძე.
სულხან ცინცაძე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 აგვისტო, 1925
დაბ. ადგილი გორი
გარდ. თარიღი 15 სექტემბერი, 1991 (66 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[1]
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ეროვნება ქართველი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა ფოლკლორი
საქმიანობა კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვიოლინო
აქტიური 1953–1991
სულხან ცინცაძე ვიკისაწყობში

სულხან თევდორეს ძე ცინცაძე (დ. 23 აგვისტო, 1925, გორი — გ. 15 სექტემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი, პროფესორი. საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1949–1991), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი (1956–1991), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1965–1984), საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.[2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მან მუსიკალური კარიერა 1940-იან წლებში დაიწყო ჩელოზე საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. მის პირველ კომპოზიციაში ქართული ხალხური სიმღერა გამოიყენა და სიმებიანი კვარტეტისთვის მინიატურათა ნაკრების სახით გამოუშვა, რამაც თითქმის მყისიერი წარმატება მოუტანა. ასევე დაწერილი აქვს რამდენიმე ოპერა, ბალეტი, სიმფონია და კონცერტი, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებები სიმებიანი კვარტეტისთვის დაწერილი კომპოზიციები იყო.

ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1961) და სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება (1987), ასევე სტალინური პრემია (1950), შოთა რუსთაველის პრემია (1981) და ზაქარია ფალიაშვილის პრემია (1977).

ცინცაძის მუსიკის მასშტაბები, თავისი ფოლკლორულობის მიუხედავად სცილდებოდა ვიწრო ეროვნულ საზღვრებს. ცინცაძის მუსიკა გამოირჩეოდა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით (მას დაუწერია ოპერები, საფორტეპიანო, კინომუსიკა და ა.შ.), მაგრამ მისი სტიქია მაინც სიმებიანი კვარტეტები იყო. მან 12 სიმებიანი კვარტეტი დატოვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კომპოზიტორია ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 12 სიმებიანი კვარტეტი და მინიატურა კვარტეტისთვის (1947—1991).
  • ორი ოპერა („განდეგილი“, 1972)
  • ხუთი ბალეტი („დემონი“ 1961, „Rivares“ 1982).
  • ხუთი სიმფონია (1952—1985).
  • 24 პრელუდია ჩელოსა და ორკესტრისთვის (1980) და ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1987).
  • 2 საფორტეპიანო კონცერტი (ორკესტრის თანხლებით).
  • 2 ჩელოსა და ორკესტრის კონცერტი.
  • 2 ვიოლინოსა და ორკესტრის კონცერტი.
  • 3 ოპერეტა („აბლაბუდა“ — 1960, „სიმღერა ტყეში“ — 1967, „შვეიხი“ — 1976).
  • მრავალი ნაწარმოები კინოფილმებისთვის.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 395, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #134790715 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. სულხან ცინცაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2018.
  3. სულხან ცინცაძე. conservatoire.edu.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-23. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2020.