სიცოცხლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მცენარეულობა რუვენზორის მთიანეთში, უგანდა
მიკრობიოლოგიური სიცოცხლე, დიდი პრიზმული წყაროს ირგვლივ, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი

სიცოცხლე — მრავალმნიშვნელოვანი ცნება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში.

მაგალითად:

  • ბიოლოგიური სიცოცხლე, როგორც მატერიის განსაკუთრებული ფორმა;
  • სიცოცხლე (იურისპრუდენცია და სამართალი) სოციალურ-პოლიტიკური აზრით (სიცოცხლის დაზღვევა);
  • სიცოცხლე (სიცოცხლის უნარი) როგორც მეტაფორა, როდესაც, მაგალითად, ცოცხალი ორგანიზმების თვისება მიეწერება სხვა ობიექტებს (სიცოცხლის უნარიანი იდეა, ცოცხალი წყალი, ცოცხალი მუსიკა და სხვ.).

სიცოცხლის მნიშვნელოვანი, გამაერთიანებელი თვისებებია: ქცევა, მეტაბოლიზმი, ზრდა, გამრავლება, განვითარება, ჰომეოსტაზი.

ბიოლოგიური სიცოცხლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადენოვირუსის ელექრული მიკროგრაფი

პრობლემატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბინარული ლოგიკის მიხედვით, სიცოცხლე და სიკვდილი, ცოცხალი და მკვდარი, გადარჩენა და დაღუპვა — ეს ყველაფერი ერთიანი ბუნების ურთიერთგამომრიცხავი ნაწილებია და ამ ბუნებასვე ვეკუთვნით ჩვენ. ჩვეულებრივ, სიცოცხლეს უწოდებენ, პრინციპიალურად შესაძლო — მხოლოდ ერთ, ბიოლოგიურ ვარიანტს — ცილურ სიცოცხლეს. ამ კატეგორიაში, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ვერ თავსდება ნაწილიც კი ცოცხალი (ბიოლოგიური) ორგანიზმებისა, მაგალითად ბაქტერიოფაგი, რომელიც არ აწარმოებს საკუთარ ცილას. სხვა მრავალ ვარიანტს (გამოვლინებას) ჩვენ ვხვდებით სამეცნიერო და ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურაში, სადაც დაშვებულია „ნახშირბადული“ სიცოცხლის სანაცვლოდ — „კრემნიუმის“ ცივილიზაციის განვითარება, ან სხვა, პრინციპიალურად სხვა სახის — სტაბილური ტალღოვანი ენერგეტიკული ველის ფორმის სიცოცხლის არსებობა.

საკმაოდ დიდი ხანია, რაც მეცნიერებიდა ფილოსოფები ცდილობენ (ენაში სემიოტიკური კონტროლის გარეშე) განსაზღვროს პრინციპული განსხვავება ცოცხალისა და არაცოცხალის. ამოცანის კონტექსტის მიხედვით და მიმდინარე პერიოდის ისტორიული მომენტისთვის უკვე ცნობილ მასალებზე დაყრდნობით, შემოყავდათ რა სხვადასხვა ცნებები, სხვადასხვა ავტორები იყენებდნენ სხვადასხვა აზროვნების მეთოდებს, ირჩევდნენ განზოგადებისა და კონკრეტიზების სხვადასხვა ხარისხს (დონეს).

სიცოცხლის ფენომენის გაგების, თვისობრივად ახალ საფეხურზე გასვლა იწყება მისი საზღვრების დაზუსტებით: დაბადებისა და სიკვდილის ფენომენებით. ასე წარმოიშვა განცალკევებული ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც სწავლობს სიკვდილს — ტანტალოგია. ერთ-ერთი მისი ფუძემდებლის, მეტაფიზიკოსის ბიშას ლოგიკის თანახმად — სიცოცხლე უნდა გავიგოთ, როგორც მოვლენათა ერთობლიობა, რომელნიც ეწინააღმდეგებიან სიკვდილს. ასევე აღწერს ფენომენს მისი ოპონენტი, დიალექტიკური-მატერიალიზმის მიმდევარი ფ. ენგელსი: ორივე ოპონენტის აზრი ეხებოდა, იმ დროისთვის ცნობილ, სიცოცხლის ერთადერთ გამოვლინებას — ცილურ ფორმას. ისინი განსაზღვრავდნენ სიცოცხლეს — საპირისპირო ცნებასთან სიკვდილთან მიმართებით, იყენებდნენ კლასიკურ საგნობრივ აზროვნებას და ბინარულ ლოგიკას.

იხ. ასევე: უჯრედი, დნმ, ბაქტერია, ვირუსი, მცენარე, ცხოველი, შობადობა, სიკვდილი

ბიოლოგიური სიცოცხლის სხვადასხვა განმარტებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები

კლასიკური ხედვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსალური, რელიგიური მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(შენიშვნა: ტერმინი «მოდელი» აქ და ამ სტატიაში გამოიყენება თანამედროვე ადამიანთან ურთიერთობის ერგონომიკული კანონების გათვალისწინებით)

სიცოცხლე — მატერიის საოცარი თვისება, რომელსაც ანიჭებს და ართმევს ღმერთი. განასხვავებენ სხეულის სასრულ (დროში) და სულის უსასრულო სიცოცხლეს. ცოცხალი ორგანიზმში არსებობს სული. სულის სიცოცხელე ცვალებადია. ცოცხალი ორგანიზმი კვდება საკუთარ სხეულთან ერთად. ქმედებანი, რომელნიც შეასრულა ცოცხალმა ორგანიზმმა სიცოცხლის განმავლობაში გავლენას ახდენენ სულის მომავალ სიცოცხლეზე.

სიცოცხლის შექმნა ნიშნავს შევქმნათ სხეული და შთავბეროთ მასში სული. სხულს აქვს თვისება აქტიურად შეცვალოს ბუნება მის გარშემო და სიცოცხლის ბოლოს მოკვდეს. სულს აქვს ტვისება შეიმეცნოს და შეიგრძნოს. ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ იგი გარდაისახება სხვა ფორმაში და განაგრძობს ფიქრს ან/და შეგრძნებას. ცოცხალი ორგანიზმის რეალური სიცოცხლე — ეს არის რაღაც სამყაროსული არსებობის ერთი კვანძი.

ეს მოდელი, აგებულია საგნობრივი აზროვნების მეთოდზე დაფუძნებით და დემონსტრირებას უკეთებს ინფორმაციის ვერბალური კომპრესიის ძლევამოსილებას. იგი აქტუალური იყო ადამიანებისთვის სოციალურ-სამართლებრივი სტრუქტურებისა და მორალის ჩასახვის ეპოქაში, როდესაც მორალი გამოიხატებოდა (აღიწერებოდა) თითქმის ერთადერთი, — ვერბალური გზით.

სიცოცხლის რელიგიური აღქმა და მით უმეტეს, ქვეცნობიერებამდე დაყვანა ყოველმხრივ და უდიდეს ძალას მატებს ადმაიანს, ათავისუფლებს რა მას მოკვდავის ცხოვრებისეული საფიქრალისგან. ისტორიაში მრავლადაა მაგალითები იმისა, რომ მსოფლიოს უდიდეს მეცნიერებსაც კი, მიუხედავად მკაცრად მეცნიერული და მატერიალისტური შეხედულებებისა ღრმად სწამდათ ღმერთის არსებობის.

ფილოსოფიური მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიზიკურ-ქიმიური მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფორმაციული მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიმიურ-ტალღური მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლე ეს არის ქიმიური ტალღა - მრავალგანზომილებიანი, კატალიზური, ციკლური, ქიმიური რეაქცია. მისი არსებობის ნებისმიერ მომენტში, რომელსაც ვუწოდებთ სიცოცხლეს, ყოველი ცალკეული რეაქციის „ძაფში“, ნებისმიერ მასშტაბში, მოლეკულებიდან — ცოცხალი ორგანიზმების სხვადასხვა კლასებამდე, — შეგვიძლია გამოვყოთ სამი მატერიალური ელემენტი:

  • რესურსი,
  • კატალიზატორი,
  • შედეგი.

ამ ელემენტებისთვის აუცილებელი ხდება შემდეგი თვისებების კონტროლი:

  • არსებობა-არარსებობის ტალღური პროცესის ფაზა,
  • კონცენტრაციის სივრცული განაწილების ფუნქცია.

ელემენტები ურთიერთქმედებენ დროის განსაზღვრულ ფაზებში. ნივთიერების კონცენტრაცია წარმოადგენს რხევას. ყოველი შედეგი არის რესურსი ნივთიერების შემდგომი ურთიერთქმედებისა — ტალღისა. სიცოცხლე წარმოიშვა როდესაც ერთ-ერთი ძაფის საბოლოო შედეგი — სპონტანური, ქიმიური, ჯაჭვური, კატალიზური რეაქციისა გაუტოლდა და გარდაიქმნა ერთ-ერთ საკუთარ რესურსის სახით (წინა თაობის რესურსი).

ყველა ციკლური ქიმიური რეაქციები მიმდინარებს ინფორმაციის დაუკარგავად, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში — რის გამოც გენოტიპის ქიმიური სიცოცხლე ითვლება უსასრულოდ.

ქიმიური ტალღების კომპლექსურ ნაკადში, ადგილი აქვს ენტროპიის ჩაქრობას, რომელსაც ცალკულ ციკლებში ორგანიზმი მიჰყავს სიკვდილის აუცილებლობამდე. (ცალკეული მოლეკულები, უჯრედები, ორგანიზმის სხეულები).

კიბერნეტიკული მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენტროპიულ-ევოლუციური მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლესამყაროს გაფართოების ინფორმაცია-ენტროპიის ნაკადის ტურბულენცია, რომელიც ზრდის სივრცის ენტროპიას, მისი დროით ენტროპიად ტრანსფორმაციის პროცესში.

ცოცხალი უჯრედის მემბრანის დიაგრამა
თერმოდინამიკური მოდელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლე მატერიალური სისტემის ცალკეული ნაწილებს შორის, სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის გაცვლის ცალმხრივი პროცესია, რომელიც ეფუძნება მემბრანის (ზოგადი მნიშვნელობით) ცალმხრივი გამტარობის თვისებას.

ცოცხალი ორგანიზმის მემბრანის, „შიგნითკენ გამტარობა“ ინფორმაციისთვის — მაღალია, ენტროპიისთვის კი — დაბალია.

ორგანიზმიდან გარეთ“ მიმართულებით კი — პირიქით: ინფორმაციის გამტარობა — დაბალია, ენტროპიისა კი — მაღალი.

ასეთი მემბრანის მაგალითია — ორი ნებისმიერი განსხვავებული გარემოს ფიზიკური საზღვარი. ასეთი მემბრანის არსებობის შედეგს წარმოადგენს — სივრცის ისეთი მოცულობის ფორმირება, რომელსაც გააჩნია მაღალი ინფორმაცია და დაბალი ენტროპია (გარემოს საშუალო მნიშვნელობისთან შედარებით). მოცულობის ინფორმაციული გაჯერება ავტომატურად ნიშნავს ენერგიის აკუმულაციას, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი ხანგრძლივ პერიოდში რჩება უცვლელი; ხასიათდება შედარებით მცირე ცვლილებით (დროში), რაც ნიშნავს მის თვისობრივ ცნობადობას ხანგრძლივი დროის გარკვეულ მონაკვეთში. ასე მაგალითად — კრისტალი, განსხვავებით პლაზმისგან ან გაზისგან დროში გაცილებით სტაბილურია. მემბრანის როლს აქ ასრულებენ ნუკლონებისა და ატომების ლეპტონების ურთიერთქმედების ვექტორული ძალები და მათი განაწილების ალბათობა. თუ სისტემაში, რაიმე მიზეზით წარმოიშვა კრისტალი, მაშინ სისტემის მთელი მატერია მიისწრაფვის თანდათან გადავიდეს კრისტალის მდგომარეობაში — მდგომარეობაში, რომელიც დროში მდგრადია. ჩვენი „ნახშირბადული“ სიცოცხლის შემთხვევაში, მემბრანას, ორგანიზმის შიგნით, ინფორმაციის გაჯერების გამო, გააჩნია თვისება — გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ცალმხრივი გამტარობა. ეს მოდელი კარგად გვიჩვენებს, თუ რატომ კვდებიან ცოცხალი ორგანიზმების სხულები: მემბრანები კარგავენ საკუთარი ინფორმაციის რესურსს და გამტარობის თვისებას, ორივე მიმართულებით თანაბრდება. შვილი ორგანიზმის რეპლიკაციის დროს, მეორე მხრივ, წარმოიშობა მემბრანა, რომელიც არ არის მშობლის ორგანიზმის მემბრანის ზუსტი ასლი, არამედ მისი რნმ და დნმ-ის უმნიშვნელო მუტაციის შედეგია. მოლეკულებში მთელი მემკვიდრეობითი ინფორმაცია, და მათ შორის მემბრანის თვისებები კოდირებულია ღრმა, უარყოფითი უკუ-კავშირის არაწრფივი ფუნქციების კანონებით, რომლების მიხედვითაც უზრუნველყოფილია თვისობრივი მახასიათებლების შემთხვევითი გადახრების ანუ მოსალოდნელი ფლუქტუაციების კომპენსაცია. თუ მისი თვისება, გადახრის შემდეგ, სრულად აღდგება, მაშინ გენოტიპი არ იღუპება და ე. ი. სიცოცხლე გრძელდება.

ტექნოლოგიური განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიოლოგიური სიცოცხლე — კომპლექსური პროცესი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს მატრიცული სინთეზის რეაქცია (ცილის სინთეზი).

ცილის ფორმის სიცოცხლის მოდელის გარდა, არსებობს სხვა მოდელები (საგნობრივი აზროვნებისთვის: „არსებობს სხვა თეორიები და ჰიპოთეზები არსებობის შესახებ“) და არა მარტო სადღაც სხვაგან (სხვა გალაქტიკაში), არამედ აქ ჩვენს გვერდით. მაგალითად: ლეპტონური თეორია.

ადამიანის სიცოცხლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხ. ადამიანი, ადამიანი სიცოცხლის ეტაპები, სიცოცხლის მიზანი, სიცოცხლის აზრი, კულტურა, ცივილიზაცია, საზოგადებრივი ცხოვრება, პოლიტიკა, ადამიანი უფლებები

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: