სილვა კაპუტიკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სილვა კაპუტიკიანი
სომხ. Սիլվա Կապուտիկյան
დაბადების თარიღი 20 იანვარი, 1919(1919-01-20)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ერევანი[4] [2] [3]
გარდაცვალების თარიღი 25 აგვისტო, 2006(2006-08-25)[5] (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი ერევანი
დასაფლავებულია კომიტასის პანთეონი
საქმიანობა პოეტი[2] [3] , საზოგადო მოღვაწე[3] , მწერალი და პუბლიცისტი[6]
ენა სომხური ენა
ეროვნება სომხები[2]
მოქალაქეობა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 სომხეთი
ალმა-მატერი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი[2] და Q30197878?[2]
ჟანრი პოემა და პუბლიცისტიკა
ჯილდოები სტალინური პრემია, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ერევნის საპატიო მოქალაქე, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, მედალი „შრომის ვეტერანი“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენი, მარშალ ბაგრამიანის მედალი, მთავრის ცოლ ოლღას III ხარისხის ორდენი და Honored Worker of Culture of the Armenian SSR[2]
მეუღლე ჰოვანეს შირაზი
შვილ(ებ)ი არა შირაზი

სილვა კაპუტიკიანი (სომხ. Սիլվա Կապուտիկյան, დ. 20 იანვარი, 1919 — გ. 26 აგვისტო, 2006) — სომეხი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1919 წლის 5 იანვარს ქალაქ ერევანში, მასწავლებლისა და ქალაქ ვანიდან ლტოლვილის, რევოლუციური გაზეთის ყოფილი რედაქტორის ბარუნაკ კაპუტიკიანის ოჯახში. სილვა კაპუტიკიანმა დაამთავრა საშუალო სკოლა.

1936-1941 წლებში სწავლობდა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ერევნის უნივერსიტეტში, შემდეგ დაამთავრა ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი კურსები.

სილვა კაპუტიკიანის შემოქმედების ბეჭდვა დაიწყო 1933 წელს. სილვა კაპუტიკიანი 1941 წლიდან იყო სომხეთის მწერალთა კავშირის წევრი. 1994 წლამდე იყო სომხეთის ნაციონალური მეცნიერებათა აკადეემიის მუდმივმოქმედი წევრი, ასევე „მსოფლიოს ხალხთა სულიერი ერთიანობის“ და „საზოგადოებისა და ბუნების შესახებ საკითხების“ აკადემიის წევრი. არჩეული იყო ერევნის საქალაქო მშრომელთა საბჭოს დეპუტატად. საერთაშორისო ინტელექტუალური კლუბის „პენ-კლუბი“-ს წევრი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა და იყო ყარაბაღის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ზორიე ბალიანთან ერთად 1988 წლის 26 თებერვალს შეხვდა გორბაჩოვს იმ იმედით, რომ სომხეთის სასარგებლოდ გადაწყდებოდა ყარაბაღის საკითხი. სილვა კაპუტიკიანი იყო მრავალი პატრიოტული თემატიკის ნაწარმოების ავტორი.

1990 წლების დასაწყისში პოეტი ძალზედ მწვავედ აკრიტიკებდა სომხეთის მთავრობის პოზიციას და პოლიტიკას. 2004 წლის გამოსვლებისა და მიტინგების დარბევის შემდეგ პოეტმა სომხეთის პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს უკან დაუბრუნა „წმინდა მესროპ მაშტოცის“ სახელობის ორდენი, რომელიც მას მთავრობ 80 წლის იუბილეზე გადასცა.

სილვა კაპუტიკიანის მეუღლე იყო სომეხი პოეტი ივანეს შირაზი, ხოლო მისი ვაჟი მოქანდაკე არა შირაზი.

სილვა კაპუტიკიანი გარდაიცვალა 2006 წლის 26 აგვისტოს ქალაქ ერევანში. იგი დაკრძალულია კომიტასის სახელობის პანთეონში.

სილვა კაპუტიკიანი იყო მე-20 საუკუნის უდიდესი პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი, აკადემიკოსი, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ასევე საქართველოს რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკი, სტალინის მეორე ხარისხის პრემიის ლაურეატი, კომუნისტური პარტიის წევრი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილვა კაპუტიკიანის კალამს ეკუთვნის 60-ზე მეტი წიგნი სომხურ და რუსულ ენაზე, ასევე მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე იქნა ნათარგმნი მისი შემოქმედება. პოეტი თავის შემოქმედებაში ხშირად ეხება სიყვარულის, ქალური მარტოობისა და პატრიოტიზმის თემებს. უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას აქტიურად ურთიერთობდა სომხურ დიასპორასთან, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მისი ლექსი „მომისმინე შვილო“. სილვა კაპიტუკიანს ეკუთვნის რიგი პუბლიცისტური ნაშრომები „ქარავნები კიდევ მიდიან“, „ქარავნები გვშორდებიან“, და სხვა. გულისტკივილით ეხებოდა სომეხი ლტოლვილების შთამომავლობის საკითხს. მონატრება, გაუცხოება, დასავლეთ სომხური ენის გადაგვარება, თვითგადარჩენისთვის ბრძოლა იდენტურობის ძიება და სომეხი ერის გენოციდის აღიარებისათვის ბრძოლა იყო პოეტის შემოქმედების მთავარი მიმართულება.

ლექსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ეს დღეები“
  • „ლექსები“
  • „ჩემი ახლობლები“
  • „კეთილი მგაზვრობა“
  • „გულახდილი საუბარი“
  • „ფიქრი შუა გზაზე“
  • „მთების სიღრმეში“
  • „ლოდინის საათები“
  • „მოსკოვს“ (პოემა ბავშვებისთვის)
  • „ჩემო ქვეყანა“
  • „გამარჯობათ მეგობრებო“

მისი ლექსები რუსულ ენაზე თარგმნეს ბ. ოკუჯავამ, ევტუშენკომ, სტანისლავ პეტროვმა, ალიგერმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Find a Grave — 1996.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Armenian Concise EncyclopediaՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 2.
  4. Капутикян Сильва Барунаковна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  5. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  6. Czech National Authority Database