სერგეი ეიზენშტეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგეი ეიზენშტეინი
დაბადების სახელი სერგეი ეიზენშტეინი
დაბადების თარიღი 23 იანვარი, 1898
რიგა, ლატვია
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი, 1948
მოსკოვი
საქმიანობა რეჟისორი
სცენარისტი
აქტიური 1924–1945

სერგეი მიხეილის ძე ეიზენშტეინი (რუს. Сергей Михайлович Эйзенштейн; ლატ. Sergejs Eizenšteins; დ. 23 იანვარი, 1898, რიგა, ლატვია ― გ. 11 თებერვალი, 1948, მოსკოვი) — რევოლიუციური საბჭოთა თეატრალური სცენური დიზაინერი, კინორეჟისორი და კინო თეორეტიკოსი განთქმული მისი მუნჯი ფილმებით „გაფიცვა“, „ჯავშნოსანი პოტიომკინი“ და „ოქტომბერი“, რომელმაც განსაზღვრა ადრეული დოკუმენტური ფილმის განვითარების მიმართულება მის მიერ მონტაჟში ინოვაციური ხერხების დანერგვის შედეგად.

ეიზენშტეინი დაიბადა რიგაში, ლატვია. მამამისი, მიხეილ ეიზენშტეინი, ებრაული წარმოშობის გერმანელი ინჟინერი იყო; დედა, ჯულია, რუსი ჰყავდა. დაამთავრა რიგის რეალური სასწავლებელი, შემდეგ სწავლობდა პეტროგრადის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტში, პრაქტიკა გაიარა სახელმწიფო უმაღლეს სარეჟისორო სახელოსნოებში (ГВЫРМ); იყო თეატრის „პროლეტკულტურა“ რეჟისორი; სრულიად რუსეთის კინოსარეჟისორო ინსტიტუტის (ВГИК) პროფესორი; კინოს თეორიაში ფუნდამენტალურ ნაშრომთა ავტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]