საქართველოს დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს დემოგრაფიასაქართველოს მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია. 2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57,2% ქალაქში ცხოვრობს.[1] საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა, რაც განაპირობა ომებმა, სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა და ემიგრაციამ. მკვეთრად იკლო შობადობამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გაეროს გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 3,8 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა 2014 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონს ოდნავ აღემატება. გაეროსვე პროგნოზით საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 3,4, ხოლო 2100 წლისთვის 2,4 მილიონი იქნება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიოგრაფიაში მიღებული მონაცემებით XIII საუკუნეში ქართველები რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა. უცნობია XIV-XVII საუკუნეების მონაცემები. XVIII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობას (დღევანდელ საზღვრებში) 761 ათასით ანგარიშობენ, აქედან 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800 წლისთვის საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობა 675 ათასზე მეტი იყო, აქედან აღმოსავლეთ საქართველოზე მოდიოდა მოსახლეობის 45,6%, ხოლო დასავლეთზე – 54,4%. 1832 წელს ის 840 ათასამდე გაიზრდა, ხოლო 1865 წელს 1 289 200-ს გადააჭარბა. 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 1 919 400 ადამიანი, 1914 წელს კი 2 600 400. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 3,4-ჯერ გაიზარდა. პავლე ინგოროყვას ცნობით 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3 365 000 ადამიანს, აქედან 2 349 000 ადამიანი იყო ქართველი.[2] საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასით შემცირდა პირველი მსოფლიო ომის დროს და პირველი რესპუბლიკის წლებში, რაც გამუდმებული ომებით და ტერიტორიების დაკარგვით იყო განპირობებული. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა 2410 ათასამდე დავიდა. XX საუკუნიდან მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. პირველი აღწერა საბჭოთა საქართველოში 1926 წელს ჩატარდა, უკანასკნელი 1989 წელს. დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა 2002 და 2014 წლებში.

სტატისტიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1800 784 700
1832 892 100
1865 1 289 200
1886 1 641 900
1897 1 919 400
1926 2 677 233
1939 3 540 023
1959 4 044 045
1970 4 993 182
1979 5 014 800
1989 5 400 841
2002 4 371 535
2014 3 787 000

ურბანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800-1832 წლებში ეს მაჩვენებელი კვლავ 5%-ის ფარგლებში რჩებოდა. 1865 წელს ურბანული მოსახლეობის წილმა 9,2%-ს მიაღწია. 1913 წელს ქალაქებში მოსახლეობის 25,6% ცხოვრობდა, 1939 წელს — 30,1%. 1989 წელს ურბანული მოსახლეობის წილი საქართველოს სსრ-ში იყო 56%, რაც 10%-ით ნაკლები იყო სსრკ-ის საშუალო მაჩვენებელზე.[3] ამჟამად მოსახლეობის 57,4% ქალაქებში ცხოვრობს.

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა 1865-2002 წლებში

საქართველოს მოსახლეობა ეთნიკური ჯგუფების მიხედვით 1800–1897
ეთნიკური
ჯგუფი
18001 18322 18653 18864 18975
რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა %
ქართველები 622,600 79.4 677,100 75.9 950,600 73.8 1,188,100 72.4 1,331,300 69.4
სომხები 47,000 6.0 84,000 9.4 122,600 9.5 172,900 10.5 197,000 10.3
რუსები - - - - 25,900 2.0 42,500 2.6 101,000 5.3
ოსები 29,300 3.7 32,300 3.6 45,500 3.6 71,000 4.3 81,500 4.2
აზერბაიჯანელები 30,000 3.8 27,000 3.0 51,500 4.0 62,600 3.8 81,100 4.2
აფხაზები 52,000 6.6 56,600 6.3 60,000 4.6 38,000 2.3 42,600 2.2
ბერძნები 500 0.1 7,000 0.8 12,000 0.9 28,800 1.8 38,500 2.0
ებრაელები 3,300 0.4 4,000 0.5 7,800 0.6 11,700 0.7 17,200 0.9
გერმანელები - - - - 4,200 0.3 5,500 0.3 7,400 0.4
სხვა - - 4,100 0.5 9,100 0.7 20,800 1.3 21,800 1.1
სულ 784,700 892,100 1,289,200 1,641,900 1,919,400
1 წყარო: [4] 2 წყარო: [4] 3 წყარო: [5] 4 წყარო: [5] 5 წყარო: [5]
საქართველოს მოსახლეობა ეთნიკური ჯგუფების მიხედვით 1926–2014
ეთნიკური
ჯგუფი
19261 19392 19593 19704 19795 19896 20026 20147
რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა %
ქართველები 1,788,186 66.8 2,173,922 61.4 2,600,588 64.3 3,130,741 66.8 3,433,011 68.8 3,787,393 70.1 3,661,173 83.8 3,224,564 86.8
აზერბაიჯანელები 137,921[6] 5.2 188,058[7] 5.3 153,600 3.8 217,758 4.6 255,678 5.1 307,556 5.7 284,761 6.5 233,024 6.3
სომხები 307,018 11.5 415,013 11.7 442,916 11.0 452,309 9.7 448,000 9.0 437,211 8.1 248,929 5.7 168,102 4.5
რუსები 96,085 3.6 308,684 8.7 407,886 10.1 396,694 8.5 371,608 7.4 341,172 6.3 67,671 1.5 26,453 0.7
ოსები 113,298 4.2 147,677 4.2 141,178 3.5 150,185 3.2 160,497 3.2 164,055 3.0 38,028 0.9 14,385 0.4
ეზიდები 2,262 0.1 12,915 0.4 16,212 0.4 20,690 0.4 25,688 0.5 33,331 0.6 18,329 0.4 12,174 0.3
ქურთები 7,955 0.3 2,514 0.1 1,596 0.0
უკრაინელები 14,356 0.5 45,595 1.3 52,236 1.3 49,622 1.1 45,036 0.9 52,443 1.0 7,039 0.2 6,034 0.2
ბერძნები 54,051 2.0 84,636 2.4 72,938 1.8 89,246 1.9 95,105 1.9 100,324 1.9 15,166 0.3 5,544 0.2
ასურელები 2,904 0.1 4,707 0.1 5,005 0.1 5,617 0.1 5,286 0.1 6,206 0.1 3,299 0.1 2,377 0.1
ებრაელები 30,389 1.1 42,300 1.2 51,582 1.3 55,382 1.2 28,298 0.6 24,795 0.5 2,333 0.0 1,405 0.0
აფხაზები 56,847 2.1 57,805 1.6 62,878 1.5 79,449 1.7 85,285 1.7 95,853 1.8 3,527 0.1 864 0.0
სხვა 65,961 2.5 58,711 1.7 37,026 0.9 38,665 0.8 39,690 0.8 50,502 0.9 18,766 0.4 17,282 0.5
სულ 2,677,233 3,540,023 4,044,045 4,686,358 4,993,182 5,400,841 4,371,535 3,713,804
1 წყარო: [1]. 2 წყარო: [2]. 3 წყარო: [3]. 4 წყარო: [4]. 5 წყარო: [5]. 6 წყარო: [6]. 7 წყარო: [7].

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ყველაზე გავრცელებული ენობრივი ჯგუფია ქართველური ენების ოჯახი, რომელშიც შედის ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური ენები. საქართველოს ოფიციალური ენა არის ქართული, მასთან ერთად აფხაზურს ოფიციალური სტატუსი აქვს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მოსახლეობის 87,6%-ის ძირითადი ენაა ქართული, 6,2% საუბრობს აზერბაიჯანულად, 3,9% სომხურად, 1,2% რუსულად და 1% სხვა ენებზე.[8]

საქართველოს მოსახლეობა მშობლიური ენის მიხედვით
ენა 2002[9] 2014[10]
რაოდენობა % რაოდენობა %
ქართული 3 677 995 84,14 3 254 852 87,64
აზერბაიჯანული 283 632 6,49 231 436 6,23
სომხური 235 653 5,39 144 812 3,90
რუსული 83 007 1,90 45 920 1,24
ოსური 31 381 0,72 5 698 0,15
სხვა 59 867 1,36 31 014 0,84
არ არის მითითებული 72 0,00
სულ 4 371 535 3 713 804

რელიგიური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, 83,4% მართლმადიდებელია და ემორჩილება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. საქართველოში მოქმედებს სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქია. სომხურ სარწმუნოებას აღიარებს მოსახლეობის 2,9%. არქიეპისკოპოსის რეზიდენცია მდებარეობს თბილისში. მისი კათედრალური ტაძარია სურფგევორქი. სომხური ტაძრები მოქმედია თბილისში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ახალციხეში, ბათუმსა და მარნეულში. საქართველოში კათოლიკეთა რაოდენობა დაახლოებით 19,2 ათასს ადამიანს (მოსახლეობის 0,5%) შეადგენს.[11] კათოლიკური ტაძრები და საკრებულოები მოქმედებს თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, კახეთში, სამცხეში (უდე, არალი, აბასთუმანი, ახალციხე).

რელიგია 2002[12] 2014[13]
რაოდენობა % რაოდენობა %
ქრისტიანობა 3 872 099 88,58 3 240 724 87,27
–საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 3 666 233 83,87 3 097 573 83,41
–სომხური სამოციქულო ეკლესია 171 139 3,92 109 041 2,94
–კათოლიკური ეკლესია 34 727 0,79 19 195 0,52
–იეჰოვას მოწმეები 12 395 0,33
–პროტესტანტიზმი 2 520 0,07
ისლამი 433 784 9,92 398 677 10,73
ეზიდიზმი 8 591 0,23
იუდაიზმი 3 541 0,08 1 417 0,04
სხვა რელიგიები 62 111 1,42 1 429 0,04
არარელიგიურობა 19 080 0,51
უარი პასუხზე 9 635 0,26
რელიგია არ არის მითითებული 34 251 0,92
სულ 4 371 535 3 713 804

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 70-75 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აღწერის წინასწარი შედეგები
  2. ინგოროყვა პ. „საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ გვ. 16-17 – თბილისი, 1990
  3. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 13, ISBN 978-9941-0-5972-8.
  4. 4.0 4.1 ჯაოშვილი, ვახტანგ. საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX საუკუნეებში./Jaoshvili, Vakhtang. Population of Georgia in the XVIII-XX centuries. Metsniereba, Tbilisi, 1984, pp.79.
  5. 5.0 5.1 5.2 ჯაოშვილი, ვახტანგ. საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX საუკუნეებში./Jaoshvili, Vakhtang. Population of Georgia in the XVIII-XX centuries. Metsniereba, Tbilisi, 1984, pp.112.
  6. 56,110 თურქი მესხის ჩათვლით
  7. 87,987 თურქი მესხის ჩათვლით
  8. Population by region, by native languages and fluently speak Georgian language. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-14. ციტირების თარიღი: 2021-08-25.
  9. Georgian census 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-23. ციტირების თარიღი: 2021-08-25.
  10. Population by region, by native languages and fluently speak Georgian language. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-14. ციტირების თარიღი: 2021-08-25.
  11. საქართველოს სტატისტიკის სამსახური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-18. ციტირების თარიღი: 2020-12-07.
  12. 2002 General Population Census — Population by Religious Beliefs. ციტირების თარიღი: Dec 22, 2020
  13. 2014 General Population Census — Population by Regions and Religion. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 9, 2016. ციტირების თარიღი: Dec 22, 2020