სამხრეთსლავური ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  ქვეყნები სადაც სამხრეთსლავური ენები არის ეროვნული

სამხრეთსლავური ენებიაღმოსავლეთ- და დასავლეთსლავური ენების გვერდით წარმოადგენს ერთ-ერთ შტოს, რომელიც თავის მხრივ ინდოევროპულ ენების ჯგუფში შედის.

სამხრეთსლავური ენებია ძველი საეკლესიო სლავური, ბულგარული, მაკედონური, სლოვენური, სერბო-ხორვატული ენები. ამ უკანასკნელს (სერბულ-ხორვატულს) პოლიტიკური კორექტულობის დაცვის მიზნით ხშირად ცალ-ცალკე ენებად მოიხსენიებენ — სერბულ და ხორვატულ ენებად. ამ ტენდენციამ განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში შესაბამისი ენის კათედრებს გადაარქვეს სახელები და დღეს შეიძლება შეხვდეთ არა მარტო სერბულ-ხორვატული, არამედ ცალ–ცალკე სერბული, ხორვატული, ბოსნიური და მონტე-ნეგრ(ინ)ული ან ჩერნოგორიული ენების კათედრასაც კი. ენათმეცნიერული თვალსაზრისით კი ამ ენების დიალექტებად დაყოფაც კი ჭირს.

ყოფილი იუგოსლავიის გეოგრაფიულ სივრცეში საბოლოო პოლიტიკური სეპარაციის პროცესი ჯერ კიდევ არაა დასრულებული.

სამხრეთსლავისტიკა, როგორც დარგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთსლავისტიკა არის სლავთმცოდნეობის ( სლავისტიკის ) ერთ–ერთი ქვედარგი, რომელიც სამხრეთსლავური ქვეყნების (უპირველეს ყოვლისა მათი ენებისა და კულტურების) შესწავლითაა დაკავებული.

სამხრეთსლავისტიკა თავის მხრივ ძირითადი სამხრეთსლავური ენების მიხედვით დაიყოფა ბულგარისტიკად, სლოვენისტიკად და სერბო-ხორვატისტიკად. თუმცა ამ უკანასკნელი დარგის, სერბო–ხორვატისტიკის პარტიკულარიზაცია პოლიტიკური მიზეზით მოხდა ; იუგოსლავიის სახელმწიფოს დაშლამ შედეგად თან ისიც მოიტანა, რომ ევროპის მრავალ უნივერსიტეტში ახლადგაჩენილი სახელმწიფოების მიხედვით სერბისტიკის, ხორვატისტიკის და ბოსნისტიკის კათედრები ჩამოყალიბდა.

დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვიკიპედიას აქვს 4, სერბულ-ხორვატული, სერბული, ხორვატული და ბოსნიური განყოფილება.

სერბულ-ხორვატული ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ორივე ანბანზე ჯერ ლათინურ, ხოლო მერე კი კირილურ ანბანზე ამ თანმიმდევრობით – Srpskohrvatski / Српскохрватски და აქვს კოდი (sh)
სერბული ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ორივე ანბანზე ჯერ კირილურ, ხოლო მერე კი ლათინურ ანბანზე ამ თანმიმდევრობით – Српски / Srpski და აქვს კოდი (sr)
ხორვატული ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ლათინურ ანბანზე ასე Hrvatski და აქვს კოდი (hr)
ბოსნიური ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ლათინურ ანბანზე ასე Bosanski და აქვს კოდი (bs)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. ჟუჟუნაშვილი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია, XX საუკუნე. გიორგი ჟუჟუნაშვილი, გურამ კუტალაძე, ზაირა გერგედავა-ჭელიძე, რამაზ ვაჟბედაშვილი ; [რედ.: მერაბ ვაჩნაძე] ; თსუ - თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005.
  • კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : ბულგარეთი XIX საუკუნიდან 1917 წლამდე ოქტომბერი. თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1977.
  • კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : სერბეთი XIX საუკუნიდან 1917 წლამდე. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1985.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]