ჟოსკენ დეპრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟოსკენ დეპრე

ჟოსკენ დეპრე (ფრანგ. Josquin des Prés; დ. დაახ. 1440, პიკარდია — გ. 27 აგვისტო, 1521, კონდე-სიურ-ესკო) — ფრანგი და ფლამანდელი კომპოზიტორი. მოღვაწეობდა უმთავრესად იტალიაში. 1474–1479 წლებში მილანის სამეფო კარის კაპელის, 1486–1494 წლებში რომის სიქსტეს კაპელის მგალობელი. 1495–1499 წლებში ხელმძღვანელობდა კამბრეს ტაძრის, 1489 წელს — მოდენის ტაძრის კაპელებს. 1500 წელს მსახურობდა პარიზში, ლუი XII-ის კარზე. 1501–1503 ფერარის სამეფო კარის კაპელმაისტერი იყო, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კონდეს ტაძრის მოძღვარი. ჟოსკენ დეპრე აღორძინების ხანის პოლიფონიური ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. თავის მესებსა და მოტეტებში პოლიფონიურ ტექნიკას უქვემდებარებდა ახალ გამომსახველობით ამოცანებს. მისმა პროგრესულმა ჰუმანისტურმა ხელოვნებამ ნიადაგი მოუმზადა ახალ შემოქმედებით მიმართულებას XVI საუკუნის ევროპულ მუსიკაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]