ჟოზეფ მარი ჟაკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟოზეფ მარი ჟაკარი

ჟოზეფ მარი ჟაკარი (ფრანგ. Joseph Marie Jacquard; დ. 7 ივლისი, 1752, ლიონი — გ. 7 აგვისტო, 1834, ულენი, რონა) — ფრანგი ფეიქარი და გამომგონებელი. დაახლოებით 1800 წელს შექმნა მსხვილსახიანი ქსოვილების გამოსამუშავებელი სამარჯვი, რითაც სრულყო ხელის საქსოვი დაზგა. 1801 წელს პარიზში სამრეწველო გამოფენებზე ყურადღება მიაქციეს მის მოდელს და ჟაკარი მიიწვიეს პარიზის ხელოვნებისა და ხელოსნობის მუზეუმში სამუშაოდ.1808 წელს ჟაკარმა შექმნა სახიანი ქსოვილისათვის განკუთვნილი ახალი მოდელი, რომელიც ფართოდ გავრცელდა საფეიქრო წარმოებაში (ჟაკარდის მანქანა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]