პაულ ფონ ჰინდენბურგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაულ ფონ ჰინდენბურგი
Paul von Hindenburg
პაულ ფონ ჰინდენბურგი Paul von Hindenburg
ჰინდენბურგის პორტრეტი, 1927 წელი
გერმანიის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მაისი, 1925 – 2 აგვისტო, 1934
წინამორბედიფრიდრიხ ებერტი
მემკვიდრეადოლფ ჰიტლერი
(ფიურერი და რაიხსკანცლერი)

გერმანიის გენერალური შტაბის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1916 – 1919
წინამორბედიერიხ ფონ ფალკენჰაინი
მემკვიდრევილჰელმ გრენერი

დაბადებული2 ოქტომბერი, 1847
პოზნანი, პრუსია
გარდაცვლილი2 აგვისტო, 1934
ნოიდეკი, გერმანია
ეროვნებაგერმანელი
პოლიტიკური პარტიაუპარტიო
ხელმოწერა

პაულ ლუდვიგ ჰანს ანტონ ფონ ბენეკენდორფ უნდ ფონ ჰინდენბურგი (გერმ. Paul Ludwig Hans Anton von Beneckendorff und von Hindenburg; დ. 2 ოქტომბერი 1847, პოზნანი — გ. 2 აგვისტო 1934, ნოიდეკი (დღ. ოგროდიენეცი), აღმოსავლეთი პრუსია) —გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, გერმანიის მეორე რაიხსპრეზიდენტი 1925–1934 წლებში ვაიმარის რესპუბლიკის დროს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1847 - 2 ოქტომბერი: პრუსიელ ოფიცერს და მემამულეს რობერტ ფონ ბენეკენდორფ უნდ ფონ ჰინდენგურგს და მის მეუღლეს ლუიზეს (დაბ. შვიკარტი, გერმ. Schwickart) შეეძინათ ვაჟი პაული.

1866 - მონაწილეობდა კიონიგგრეცის ბრძოლაში. 1870 - 1871 - მონაწილეობდა გერმანია-საფრანგეთის ომში და იბრძოდა სედანთან. 1893 წელს გახდა პოლკოვნიკი, 1897 წელს გენერალ-მაიორი. 1900 წლიდან იყო გენერალ-ლეიტენანტი. 1903 წლიდან იყო ინფანტერიის გენერალ. 1911 წლიდან გავიდა თადარიგში.

1914 წლის 21 აგვისტოს პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ ჰინდენბურგი დაუბრუნდა არმიას და დაინიშნა მე-8 არმიის მთავარსარდლად, რომლის შტაბის უფროსი იყო ერიხ ლუდენდორფი. 26 აგვისტო: ტანენბერგის ბრძოლაში გაანადგურა რუსეთის მე-2 არმია. 6 სექტემბერი: მაზურიის ტბებთან გაანადგურა რუსეთის 1-ლი არმია, რისთვისაც გენერალ-ფელდმარშალის წოდება მიენიჭა. 1 ნოემბერი: დაინიშნა აღმოსავლეთ ფრონტის ჯარების უმაღლეს მთავარსარდლად.

1916 წლის 29 აგვისტოს ერიხ ფონ ფალკენჰაინის გადაყენების შემდეგ ჰინდენბურგი დაინიშნა ჯარების უმაღლესი მთავარსარდლობის (გერმ. Oberste Heeresleitung - OHL) მეთაურად და ლუდენდორფი მისი პირველი გენერალ-კვარტიერმაისტერი გახდა. 1918 წლის გაზაფხულ-ზაფხულის დროს იყო მის მიერვე შემუშავებული სტრატეგიული შეტევითი კამპანიის ხელმძღვანელი დასავლეთის ფრონტზე.

  • 1918 - 29 სექტემბერი: გაზაფხულზე ჩატარებული წარუმატებელი შეტევის შემდეგ "OHL"-მ მოითხოვა სასწრაფოდ ზავის დადება და საპარლამეტო მთავრობის დანიშვნა. 9 ნოემბერი: ჰინდენბურგის რჩევით კაიზერ ვილჰელმ II-მ გერმანია დატოვა და ემიგრაციაში წავიდა ნიდერლანდებში. 10 სექტემბერი: მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა პროვიზორული მთავრობა, რომელსაც უნდა ჩაეხშო რევოლუციური გამოსვლები და ეზრუნა ფრონტიდან ჯარების მშვიდობიანი დაბრუნებისათვის.

1919 წელს მეორედ გადადგა თანამდებობიდან. 1925 - 1934 წლებში იყო გერმანიის რაიხსპრეზიდენტი. 1925 წელს აირჩიეს გერმანიის პრეზიდენტად. 1932 წელს 84 წლის მოხუცი და ცუდი ჯანმრთელობის ჰინდენბურგი იძულებული იყო მეორედ ეყარა კენჭი პრეზიდენტად როგორც ერთადერთი კანდიდატი ვისაც შეეძლო ადოლფ ჰიტლერის დამარცხება. მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს ცდილობდა არ დაეშვა ნაცისტური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ 1933 წლის იანვარში იძულებული იყო დაენიშნა ჰიტლერი რაიხსკანცლერად. ჰინდენბურგი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჰიტლერმა რაიხსპრეზიდენტის თანამდებობა გააუქმა და თვითონ გახდა სახელმწიფო მეთაური როგორც „ფიურერი და რაიხსკანცლერი“.