პარმენიდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარმენიდე ელეელი

პარმენიდე ელეელი (ბერძნ. Παρμενίδης; დ. ძვ. წ. 540 ან ძვ. წ. 515 — გ. დაახლ. ძვ. წ. 450) — ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ელეელთა სკოლის წარმომადგენელი.

იყო ქსენოფანე კოლოფონელის მოწაფე; იკვლევდა არსისა და არარსის, არსისა და აზრის დამოკიდებულებას. პარმენიდე ავტორია ფილოსოფიური პოემისა „ბუნების შესახებ“, რომლის სრულ ტექსტს მხოლოდ VI ს-მდე მოუღწევია. პოემის ნაწილებია: პროლოგი, ჭეშმარიტების გზა და ცდუნების გზა.

უმთავრესია მეორე ნაწილი, რომელშიც პარმენიდე წინააღმდეგ ჰერაკლიტესი, ამტკიცებს არსისა და არარსის შეუთავსებლობას და ადგენს არსის არსებით ნიშნებს (ერთი, უცვლელი და სხვ.).

პარმენიდეს თვალსაზრისით, არსი სინამდვილის მეტაფიზიკური არსებაა, აზრის საგანია; აზრი არ არსებობს არსის გარეშე. პარმენიდეს ამ დებულებას იდეალიზმიც იყენებს და მატერიალიზმიც. პარმენიდემ ვერ შეძლო ბუნების მრავალფეროვნების ახსნა, არსის მეტაფიზიკა დაუპირისპირა ფიზიკას, როგორც ბუნების ფილოსოფიას. ბუნება პარმენიდესთვის არც არსია და არც არარსი, ის მათი ნარევია, „მოჩვენებაა“, ფიზიკური შედგენილობით კი ორელემენტოვანია (ცეცხლი, მიწა. პარმენიდემ ერთმანეთს მოწყვიტა არსი და მოვლენები, ერთი და მრავალი, მეტაფიზიკა და ფიზიკა, რადგან წინასწარ უარყო ერთიანობასთან მისასვლელი დიალექტიკური გზა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]