ოქსფორდის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქსფორდის უნივერსიტეტი
ლათ. Universitas Oxoniensis
დევიზი Dominus Illuminatio Mea - უფალი ჩემი სინათლეა
დაფუძნდა დაახ. 1096[1]
ტიპი საჯარო
სტუდენტი 19 791[2]
მისამართი University of Oxford, University Offices, Wellington Square, Oxford, Oxfordshire, OX1 2JD
მდებარეობა ოქსფორდი და ოქსფორდშირი
ქალაქი ოქსფორდი
ქვეყანა ინგლისი
ტელეფონი +44-1865-270000 და +44-1865270000
კავშირები რასელის ჯგუფი, ORCID[3] [4] , Jisc[5] , IIIF Consortium[6] , International Alliance of Research Universities, Digital Preservation Coalition[7] , World Wide Web Consortium[8] [8] , Shibboleth Consortium[9] , Orbital Reef University Advisory Council[10] , arXiv[11] და ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგა
აფილაცია International Alliance of Research Universities
ოქსფორდის უნივერსიტეტი — გაერთიანებული სამეფო
ოქსფორდის უნივერსიტეტი
ox.ac.uk

ოქსფორდის უნივერსიტეტი (ინგლ. University of Oxford) — უნივერსიტეტი გაერთიანებულ სამეფოში. მდებარეობს ოქსფორდში, ინგლისი და ინგლისურენოვანი მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტია.

უნივერსიტეტის დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს, თუმცა მის ფესვებს მე-11 საუკუნისკენ მივყავართ. ლეგენდის მიხედვით, 1209 წელს პროფესორ-მასწავლებელთა და ადგილობრივ მოქალაქეთა შორის კონფლიქტის შედეგად უნივერსიტეტის წევრთა ნაწილი ოქსფორდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ კემბრიჯში გაიხიზნენ, სადაც მათ კემბრიჯის უნივერსიტეტი დააფუძნეს. ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ როგორც ოქსბრიჯს) მას შემდეგ ურთიერთობის დიდი ისტორია აქვთ და გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად ითვლებიან. ოქსფორდი არის რასსელის ჯგუფის (ბრიტანეთის კვლევითი უნივერსიტეტების ქსელი, ინგ. Russel Group), კოიმბრას ჯგუფის (ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ასოციაცია, ლათ. Coimbra Group) და ასევე ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) წევრი.

Times Good University Guide-ის რეიტინგში ოქსფორდი თერთმეტი წელია პირველობას არ თმობს.[12] THE World University Rankings-ის თანახმად იგი საუკეთესოა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.[13] Professional Ranking World Universities-ის ცნობით ოქსფორდი მე-5-ა მსოფლიოში და პირველი ბრიტანეთში.[14]

ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: მარგარეტ ტეტჩერი, დეივიდ კამერონი, ინდირა განდი, ბენაზირ ბჰუტო, სტივენ ჰოკინგი, ოსკარ უაილდი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]