ოლივერ მტუკუძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლივერ მტუკუძი და Black Spirits 2008 წელს

ოლივერ „ტუკუ“ მტუკუძი (Oliver „Tuku“ Mtukudzi; დ. 22 სექტემბერი, 1952, ჰაიფილდი, ჰარარე) — ზიმბაბველი მუსიკოსი (მომღერალი და გიტარისტი), ჯგუფის „Wagon Wheels“ წევრი 1977 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღრმა და ომახიანი ხმითა და ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებასა და გაჭირვებაზე სიმღერების წერის ტალანტით დაჯილდოებული მტუკუძი სიმღერების შესრულებას იწყებს 1977 წელს ბენდში „Wagon Wheels“ ტომას მაპფუმოსთან ერთად. მათი სინგლი „ძანდიმომოტერა“ ოქროს ფირფიტა გახდა, რასაც ტუკუს პირველი ალბომი მოჰყვა.

ზიმბაბვეს კორეკორეს ტომის წევრი, ტუკუ ძირითადად შონას ენაზე (ქვეყნის დომინანტური ენა), ასევე ნდებელესა და ინგლისურზე მღერის. საკუთარ ნაწარმოებებში ის რამდენიმე განსხვავებულ მუსიკალურ ტრადიციას აზავებს, რაც მის მუსიკას განსაკუთრებულ სტილს ანიჭებს, რომელსაც მისი ფანები „ტუკუს მუსიკას“ უწოდებენ.

მაპფუმოსგან განსხვავებით მტუკუძი თავს იკავებს პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს რეპრესიული მთავრობის პირდაპირი კრიტიკისგან, ვინაიდან, სავარაუდოდ, ის კვლავაც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. თუმცა მის რამდენიმე ყველაზე ემოციურ ჰიტში იგი შეფარვით აქილიკებს მხცოვან ავტორიტარულ მმართველს, მაგ. სიმღერაში „ნდაკუვარა“, სადაც მუგაბეს პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკური რეპრესიები ზიზღითაა მოხსენიებეული, და „ვასაკარა (შენ ბერდები)“, რომელიშიც მუგაბეს (ირიბად) გადადგომისკენ მოუწოდებს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუკუს ხუთი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს, რომელთაგან ორი ასევე მუსიკოსია. მისი ვაჟი, სემ მტუკუძი, ასევე წარმატებული მუსიკოსი, ავტოავარიის მსხვერპლი გახდა 2010 წლის მარტში. მტუკუძის ასევე ჰყავს ოთხი და და ერთი ძმა, აწ გარდაცვლილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]