ნიკოლ კიდმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლ კიდმანი

ნიკოლ კიდმანი 2018 წლის San Diego Comic-Con-ზე
დაბადების სახელი ნიკოლ მერი კიდმანი
დაბადების თარიღი 20 ივნისი, 1967 (1967-06-20) (56 წლის)[1]
ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
აქტიური 1983-დღემდე
მეუღლე(ები) ტომ კრუზი (1990-2001)
კით ურბანი (2006-დღემდე)
შვილ(ებ)ი 4
მშობლები მამა: ენტონი კიდმანი (და)
ნათესავები ანტონია კიდმანი
ჯილდოები ავსტრალიის ორდენის კომპანიონი
საიტი nicolekidmanofficial.com

ნიკოლ მერი კიდმანი[2] (ინგლ. Nicole Mary Kidman; 20 ივნისი, 1967, ჰონოლულუ) — აშშ-ში დაბადებული ავსტრალიელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერი.[3] მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი 2006-2018 წლებში. გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის ოსკარი, ემი (2017 — ორჯერ), ოქროს გლობუსი (1996, 2002, 2003, 2018 — ორჯერ), BAFTA, ბერლინის კინოფესტივალის ვერცხლის დათვი (2003) და სატურნი (2002). 2007 წელს ნიკოლ კიდმანი მოხვდა ჟურნალ „ტაიმის“ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.[4][5] 2003 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.[6]

კიდმანი დაიბადა 1967 წლის 20 ივნისს ჰონოლულუში, ჰავაის შტატში,[2] ავსტრალიელების, ენტონი კიდმანისა და ჯანელი ენის ოჯახში. კიდმანს გააჩნია შოტლანდიური და ირლანდიური ფესვები.[7] როდესაც კიდმანს 4 წელი შეუსრულდა, მისი ოჯახი დაბრუნდა ავსტრალიაში.

მისი დებიუტი კინოში შედგა 1983 წელს, ავსტრალიურ ფილმში „Bush Christmas“.[7] სახელი გაითქვა 1989 წლის თრილერი ფილმით „მკვდარი მორევი“, ხოლო დებიუტი ჰოლივუდში შედგა 1990 წელს ფილმში „ჭექა-ქუხილის დღეები“. კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია ფილმებით: „შორს“ (1992), „ბეტმენი სამუდამოდ“ (1995), „სიკვდილის მიზეზი“ (1995) და „ფართოდ დახუჭული თვალებით“ (1999). 2003 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მწერალ ვირჯინია ვულფის განსახიერებისთვის ფილმში საათები“ (2002).[8]

კიდმანის სხვა ცნობილი ფილმებია: „მულენ რუჟი“ (2001), „სხვები“ (2001), „ცივი მთა“ (2003), „დოგვილი“ (2003), „დაბადება“ (2004), „ავსტრალია“ (2008), „კურდღლის სორო“ (2010), „გაზეთის დამტარებელი“ (2012), „სტოკერი“ (2013), „პედინგტონი“ (2014), „ლომი“ (2016), „ცდუნება“ (2017), „გამქრალი ბიჭი“ (2018), „დამანგრეველი“, „აკვამენი“ (2018) და სხვა.

იგი არის იუნისეფისა (1994 წლიდან)[9] და იუნიფემის (2006 წლიდან)[10] კეთილი ნების ელჩი. 2017 წელს გახდა ავსტრალიის ორდენის კომპანიონი.[11] მას აქვს აშშ-ისა და ავსტრალიის ორმაგი მოქალაქეობა.[12] 2010 წელს დააარსა საკუთარი კინოკომპანია Blossom Films. 2006 წლიდან ქორწინებაშია მუსიკოს კიტ ურბანთან.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Monitor“. Entertainment Weekly (1264). 21 ივნისი,2013. p. 26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 Nicole Kidman (1967–). A&E Networks. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2019.
  3. „Nicole Kidman sweats new producer role“. The Independent. London. 18 სექტემბერი, 2011. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. Watts, Naomi. „Nicole Kidman“. Time. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  5. „Best-Paid Actors and Actresses“. Forbes. 23 თებერვალი, 2006. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. Nicole Kidman Hollywood Star of Fame. Youtube. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2015.
  7. 7.0 7.1 Nicole Kidman Biography. The Biography Channel UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-07. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2012.
  8. Browser Unsupported - Academy Awards Search | Academy of Motion Picture Arts & Sciences. ციტირების თარიღი: 2019-05-15
  9. „Kidman becomes ambassador for UN“. BBC News. 26 January 2006. ციტირების თარიღი: 22 October 2006.
  10. "UNIFEM Goodwill Ambassador Nicole Kidman" დაარქივებული 2012-10-05 საიტზე Wayback Machine. . Unifem.org. იანვარი, 2006.
  11. Nicole Kidman. Australian Honors Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-24. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2007.
  12. „Nicole Kidman: 'Back to my core', 'Birthday Girl' is 'about the "unlikeness" of two people'. CNN. 18 იანვარი, 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი, 2006. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)