ნატალია ნეგოდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატალია ნეგოდა
დაბადების სახელი ნატალია ნეგოდა
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი 1963
მოსკოვი, რუსეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1987–დღემდე

ნატალია ნეგოდა (რუს. Негода, Наталья Игоревна; დ. 12 ნოემბერი 1963, მოსკოვი) — საბჭოთა და ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი. ყველაზე მეტად პოპულარობა მოუტანა ფილმმა „პატარა ვერა“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატალია ნეგოდა დაიბადა 1963 წლის 12 ნოემბერს, მოსკოვში, რეჟისორ თამარა პავლიუჩენკოს ოჯახში. 1986 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო თეატრი. 1986-1988 წლებში მუშაობდა მოსკოვის ახალგაზრდულ თეატრში. 1987 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში „ხვალ ომი იქნება“. 1988 წელს გამოვიდა საბჭოთა ფილმი „პატარა ვერა“, რომლის შემდეგ ნატალია ნეგოდა გახდა სექს-სიმბოლო.

1980-იანი წლების ბოლოს მონაწილეობა მიიღო ამერიკული ჟურნალის — „Playboy“-ის ფოტოსესიაში. 1990-იანი წლების დასაწყისში ნეგოდა აშშ-ში გაემგზავრა, იქ ცოლად გაჰყვა რუს ემიგრანტს. აშშ-ში ცხოვრებისას მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში. ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. 2009 წელს ითამაშა ფილმში „დაირა, დოლი“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1987 ხვალ ომი იქნება Завтра была война ზინა
1988 უცნობის ავტოპორტრეტი Автопортрет неизвестного ვერა
1988 პატარა ვერა Маленькая Вера ვერა
1989 ქალაქ სოჭის ბნელი ღამე В городе Сочи тёмные ночи ლენა
1991 უკან საბჭოთა კავშირში Назад в СССР ლენა
1992 ზაფხულის მეგობრები Летние товарищи/The Comrades of Summer ტანია
1993 კანონი და წესრიგი Law & Orde ირინა
1996 ყოველი წუთი გამომშვიდობებაა Every Minute Is Goodbye ნადია
2009 დაირა, დოლი Бубен, барабан კატია
2018 ვან გოგები Ван Гоги ტანია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]