მუჰამედ ნაგიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამედ ნაგიბი

მუჰამედ ნაგიბი (არაბ. محمد نجيب; დ. 20 თებერვალი, 1901 — გ. 29 აგვისტო, 1984) — ეგვიპტის პირველი პრეზიდენტი, ქვეყნის სათავეში იდგა 1953 წლის 18 ივნისიდან 1954 წლის 14 ნოემბრამდე. გამალ აბდელ ნასერისთან ერთად, იგი იყო 1952 წლის ეგვიპტის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელმაც დაამხო მუჰამედ ალის დინასტიის მმართველობა ეგვიპტესა და სუდანში. ნასერისთან აზრთა სხვადასხვაობის გამო იგი იძულებული გახდა წასულიყო სამსახურიდან და შემდგომი 18 წელი გაატარა პატიმრობაში, მანამ პრეზიდენტმა ანვარ ელ-სადათმა არ გაათავისუფლა იგი 1972 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: