მუჰამედ მურსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამედ მურსი
მუჰამედ მურსი
ეგვიპტის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 2012 – 3 ივლისი, 2013
წინამორბედიმოჰამედ ჰუსეინ ტანტავი
მემკვიდრეადლი მანსური

დაბადებული20 აგვისტო, 1951
შარკია, ეგვიპტე
გარდაცვლილი17 ივნისი, 2019 (67 წლის)
პოლიტიკური პარტიათავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია
რელიგიაისლამი-სუნიზმი

მუჰამედ მურსი (არაბ. محمد مرسى عيسى العياط; დ. 20 აგვისტო, 1951, შარკია, ეგვიპტე — გ. 17 ივნისი, 2019, კაირო, ეგვიპტე) — ეგვიპტელი პოლიტიკოსი. თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის წევრი. მონაწილეოდა 2012 წლის ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში.[1] 2000-2005 წლებში იყო ეგვიპტის პარლამენტის წევრი.

2012 წლის 24 ივნისს ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ მუჰამედ მორსი გამოაცხადა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად. კომისიის თანახმად, მორსიმ მცირე უპირატესობით აჯობა კენჭისყრაზე თავის მეტოქეს, აჰმედ შაფიკს - რომელიც ბოლო პრემიერ-მინისტრი იყო პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მთავრობაში. კომისიის ცნობით, მორსიმ ხმათა 51.7 % მოიპოვა, შაფიკს კი 48.3 % ერგო[2].

2013 წლის 3 ივლისს არმიამ პრეზიდენტი გადააყენა და კონსტიტუცის მოქმედება შეაჩერა[3].

გარდაიცვალა საკუთარ სასამართლო პროცესზე 2019 წლის 17 ივნისს[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]