მუსტაფა II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუსტაფა II
ოსმ. مصطفى ثانى‎ — Mustafâ-i sânî
ოსმალეთის 22-ე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1695
მმართ. დასასრული: 1703
წინამორბედი: აჰმედ II
მემკვიდრე: აჰმედ III
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 თებერვალი 1664
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 29 დეკემბერი 1703
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: ოსმანები
მამა: მეჰმედ IV
დედა: ემეთულაჰ რაბია გიულნუშ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

მუსტაფა II (ოსმ. مصطفى ثانى‎ — Mustafâ-i sânî , თურქ. İkinci Mustafa; დ. 6 თებერვალი, 1664 — გ. 29 დეკემბერი, 1703) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1695-1703 წლებში, სულთან მეჰმედ IV-ის ვაჟი.

მისი ორი წინამორბედისგან განსხვავებით, (ნაგულისხმევია სულეიმან II და აჰმედ II) გამეფებამდე ედირნეს სასახლეში ცხოვრობდა და შედარებითი თავისუფლებით სარგებლობდა. იყო ძლიერი მეომარი და მონადირე.

მუსტაფა ოსმალეთის სათავეში აღმოჩნდა 1695 წლის 6 თებერვალს, მას შემდეგ რაც მისი ბიძა, აჰმედ II გარდაიცვალა. მისი სულთნობის წლები გამოირჩეოდა ოსმალეთის დასუსტებითა და წმ. ლიგის ქვეყნების აღზევებით. 1697 წელს თავად ჩაუდგა სათავეში ოსმალებს, მაგრამ სასტიკად დამარცხდა ზენტის ბრძოლაში.

მუსტაფა ll-ის მმართველობის პერიოდის ყველაზე ტრავმატული მოვლენა უნგრეთის, მცირე ვლახეთის, სერბეთის ნაწილის, აზოვისა და სხვა მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვა იყო 1699 წელს კარლოვიცის კონგრესზე დადებული ზავით. ამ მოვლენით დაიწყო ოსმალეთის იმპერიის ხანგრძლივი დაკნინების პერიოდი.

მუსტაფა II 1703 წელს, ედირნეში მომხდარი აჯანყების შედეგად ტახტიდან მისმა ძმამ აჰმედ III-მ ჩამოაგდო. გარდაიცვალა თოფქაფის სასახლეში, სტამბოლში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოლები და ხარჭები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაჰმუდ I
  • შეჰზადე მეჰმედი
  • შეჰზადე სელიმი
  • შეჰზადე მურათი
  • შეჰზადე აჰმეთი
  • ოსმან III
  • შეჰზადე ჰასანი
  • შეჰზადე ჰიუსეინი
  • შეჰზადე აჰმეთი
  • შეჰზადე სულეიმანი

ქალიშვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აიშე სულთანი
  • ემინე სულთანი
  • საფიე სულთანი
  • იმეთულაჰ სულთანი
  • რუკიე, ფატმა, უმიგულსუმი, რუიკიე,ზენები და ესმა გარდაიცვალნენ ადრეულ ასაკში

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Abou-El-Haj, R. A. (1974). „The Narcissism of Mustafa II (1695-1703): A Psychohistorical Study“. Studia Islamica (40): pp. 115–131.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი (link)