მთაწმინდა (გამომცემლობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მთაწმინდა (მრავალმნიშვნელოვანი).
მთაწმინდა

ოფიციალური ლოგო
სტატუსი მოქმედი
დაარსდა 1989; 35 წლის წინ (1989)
დამაარსებელი ზურაბ კალანდაძე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
წამყვანები ზურაბ და გიორგი კალანდაძეები[1]
ოფიციალური საიტი

მთაწმინდა“ — პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, რომელიც დააფუძნა ზურაბ კალანდაძემ 1989 წელს. გამოცემლობა დებარეობს თბილისში.

მის დაარსებას წინ უძღოდა ზურაბ კალანდაძის დიდხნიანი კონსულტაციები ცნობილ ქართველ პოეტთან, მთარგმნელთან და ლიტერატურის მკვლევართან გიორგი კალანდაძესთან, ხოლო შემდგომ — ხანგრძლივი მუშაობა „საღვთისმეტყველო კრებულში“, რომელიც ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ფინანსური თანადგომით შეიქმნა. ამ ჟურნალთან თანამშრომლობდნენ: ზვიად გამსახურდია, აკაკი ბაქრაძე, ზურაბ კიკნაძე, ბესიკ ადეიშვილი, ელგუჯა გიუნაშვილი და სხვები.

ჟურნალის თანამშრომელთაგან რამდენიმემ დაარსებისთანავე დაიწყო მუშაობა გამომცემლობის სამეცნიერო ჯგუფში, რომელშიც აგრეთვე მოღვაწეობდნენ: ზურაბ სარჯველაძე, ელგუჯა გიუნაშვილი, მანანა მაჩხანელი, დარეჯან თვალთვაძე, უჩა ცინდელიანი და სხვები.

1994 წელს მძიმე ეკონომიური და პოლიტიკურ პირობებში გამომცემლობამ დროებით შეწყვიტა არსეობობა, თუმცა განახლდა 2008 წელს[2] — ამჯერად ზურაბ და გიორგი კალანდაძეების მიერ — იგივე მიზნებით, რითაც იყო დაფუძნებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კომპანიის შესახებ. elibrary.sou.edu.ge. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2020.
  2. „მთაწმინდამ“ ორი საგანძური შეჰმატა ქართველ მკითხველს. „ამბიონი“ (18 ნოემბერი, 20103). ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2020.