მერტონ მილერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერტონ ჰოვარდ მილერი
მშობლიური სახელი ინგლ. Merton Howard Miller
დაბ. თარიღი 16 მაისი, 1923
დაბ. ადგილი ბოსტონი, აშშ
გარდ. თარიღი 3 ივნისი, 2000 (77 წლის)
გარდ. ადგილი ჩიკაგო, აშშ
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ეკონომისტი და მწერალი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
დამსაქმებელი ჩიკაგოს უნივერსიტეტი, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი და ლონდონის ეკონომიკის სკოლა
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა Royal Swedish Academy of Engineering Sciences, ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია და ეკონომეტრიკის საზოგადოება[1]
ჯილდოები ნობელის პრემია ეკონომიკაში (1990)
ალმა-მატერი ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი (დოქტორანტურა), ჰარვარდის უნივერსიტეტი (მაგისტრატურა)
სამეცნიერო ხელმძღვანელი Fritz Machlup[2]
დოქტორანტი Michael Jensen, მაირონ შოულზი, William Poole, იუჯინ ფამა[2] , Benjamin F. King[2] , Hans Reiner Stoll[2] და Allan William Kleidon[2]

მერტონ ჰოვარდ მილერი (ინგლ. Merton Howard Miller; დ. 16 მაისი, 1923, ბოსტონი — გ. 3 ივნისი, 2000, ჩიკაგო) — ამერიკელი ეკონომისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1990) ჰარი მარკოვიცთან და უილიამ შარპთან ერთად. ეკონომიკის დოქტორი. კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერტონ მილერი დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, ჯოელ და სილვია მილერების ოჯახში. მამა პროკურორი იყო, დედა დიასახლისი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მუშაობდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადასახადების კვლევის განყოფილებაში. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში 1952 წელს. სამეცნიერო ხარისხის მიღების შემდეგ მისი პირველი ეკონომიკური თანამდებობა ლონდონის ეკონომიკის სკოლის ლექტორის ასისტენტობა იყო.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]