მერი პიკფორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი პიკფორდი
დაბადების სახელი გლედის ლუის სმითი
დაბადების თარიღი 8 აპრილი, 1892
ტორონტო, ონტარიო, კანადა
გარდაცვალების თარიღი 29 მაისი, 1979
(87 წლის)
სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ
აქტიური 19091933
მეუღლე(ები) ოუენ მური
19111920
დაგლას ფერბენკსი
19201936
ჩარლზ როჯერსი
19371979
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

1929 - კოკეტი

მერი პიკფორდი (ინგლ. Mary Pickford; დ. 8 აპრილი, 1892 — გ. 29 მაისი, 1979) — ოსკარის მფლობელი კანადელ-ამერიკელი კინოვარსკვლავი, კინოსტუდია „United Artists“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასევე ერთ-ერთი მათგანი იმ 36 პიროვნებიდან, რომლებმაც დააარსეს „კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერებების აკადემია“.

ის ასევე ცნობილია როგორც „ამერიკის შეყვარებული“ („America's Sweetheart“), „პატარა მერი“ („Little Mary“) და „გოგონა კულულებით“ („The girl with the curls“). მერი პიკფორდი იყო ერთ-ერთი პირველი კანადელი პიონერი ადრეულ ჰოლივუდში და ზოგადად, კინოს ერთ-ერთი უდიდესი პიონერი.

მან მოახდინა დიდი გავლენა ფილმებში თამაშის განვითარებაზე. მას, როგორც მუნჯი კინოს ერთ–ერთ უდიდეს მსახიობსა და პროდიუსერს, დიდი წვლილი მიუძღვის ჰოლივუდის ინდუსტრიის ფორმირებაში. ამერიკულ კინოში შეტანილი წვლილის გამო ამერიკული კინოს ინსტიტუტმა „ყველა დროის უდიდესი ქალი კინოვარსკვლავების“ სიაში ის 24-ე ადგილზე დაასახელა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]