მენკაურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენკაურა
მენკაურე, მიკერინი, მენხერესი
მენკაურას გრაუვაკასგან შესრულებული სტატუა. ეგვიპტის მუზეუმი, კაირო.
მენკაურას გრაუვაკასგან შესრულებული სტატუა. ეგვიპტის მუზეუმი, კაირო.
ფარაონი
მეფობა ძვ.წ. 2530 - ? (18/22 წ.) (IV დინასტია)
წინამორბედი ხეფრენი ან ბიხერისი
მემკვიდრე შეპსესკაფი
მეუღლეები ხამერერნებთი II, რეხეტრე ?
შვილი/ები ხუენრე, შეპსესკაფი, ხენტკაუს I ?, სეხემრე
მამა ხეფრენი
დედა ხამერერნებთი I
გარდ. თარიღი დაახლოებით ძვ.წ. 2500
დაიკრძალა მენკაურას პირამიდა
მონუმენტები მენკაურას პირამიდა

მენკაურა (ასევე მენკაურე) — ძველი ეგვიპტის ფარაონი მეოთხე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა ძველი სამეფოს პერიოდში. მენკაურა ასევე ცნობილია ელინისტური სახელით მიკერინი (იხსენიებს ჰეროდოტე) და მენხერესი (იხსენიებს მანეთონი). მანეთონის თანახმად იგი სამეფო ტახტზე ფარაონ ბიხერისის შემდეგ ავიდა, არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით კი მენკაურა ტახტზე ფარაონ ხეფრენის შემდეგ ავიდა. მენკაურა ცნობილი გახდა გიზაში მისივე სახელობის პირამიდით, ასევე ტრიადებით (სამისგან შემდგარი გამოსახულება ან ქანდაკება), რომელზეც ფარაონი მენკაურა მეუღლესთან ხამერერნებთი II-სთან და ღმერთქალებთან ერთად არის გამოსახული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ხეფრენი ან ბიხერისი
  ეგვიპტის ფარაონი  
ძვ.წ. 2530 - უცნობია
შემდეგი:
შეპსესკაფი