მარიამ მირზახანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიამ მირზახანი
სპარს. مریم میرزاخانی‎
დაბ. თარიღი 12 მაისი, 1977(1977-05-12)[1] [2]
დაბ. ადგილი თეირანი, ირანი[3] [4]
გარდ. თარიღი 14 ივლისი, 2017(2017-07-14)[5] [6] (40 წლის)
გარდ. ადგილი Stanford, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა  ირანი
 აშშ
საქმიანობა მათემატიკოსი[7] , უნივერსიტეტის პროფესორი და ტოპოლოგი
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი[8] და სტენფორდის უნივერსიტეტი[9]
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი[10] , შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი[10] და თეირანის ფარზანეგანის სკოლა
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი[11]
მეუღლე იან ვონდრაკი[12]
ჯილდოები კლეის კვლევითი პრემია[13] , რუთ ლაიტლ სეტერის პრემია მათემატიკაში[14] , ბლუმენთალის პრემია[15] , ფილდზის მედალი[16] [17] და Nature's 10[18]
საიტი ბმული

მარიამ მირზახანი (სპარს. مریم میرزاخانی;; დ. 3 მაისი, 1977 — გ. 14 ივლისი, 2017) — ირანელი მათემატიკოსი. სტენფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის სრული პროფესორი. მუშაობდა ლობაჩევსკისა და სიმპლექტიკური გეომეტრიის, ერგოდიკული და ტაიხმიულერის თეორიის საკითხებზე. 1999 წელს თეირანში დაამთავრა შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

1994-1995 წლებში საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედლები. 1999 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა. 2004 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის ხარისხი.

2014 წელს მიენიჭა ფილდზის მედალი, რითაც გახდა პირველი ქალი, რომელსაც აღნიშნული მედალი გადაეცა. ჯილდო მათემატიკის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული აღმოჩენისათვის მიიღო, კონკრეტულად კი რიმანის ზედაპირის მოდულარული სივრცეების დინამიკასა და გეომეტრიაში შეტანილი წვლილისთვის.

2013 წელს დაუსვეს მკერდის კიბოს დიაგნოზი. ოთხი წლის შემდეგ, იგი გავრცელდა ძვლის ტვინზეც. მარიამ მირზახანი გარდაიცვალა მკერდის კიბოთი 2017 წლის 14 ივლისს, 40 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. وبسایت رسمی مریم میرزاخانی
  2. MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. Maryam Mirzakhani becomes 1st woman to win Fields MedalCBC News, 2014.
  4. White M. L. Maryam Mirzakhani
  5. Maryam Mirzakhani, Stanford mathematician and Fields Medal winner, dies // Stanford News — 2017.
  6. MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  7. How to Do Math Like a Medal-Winning GeniusBloomberg News, 2014.
  8. Mirzakhani M. Ergodic Theory of the Earthquake Flow // International Mathematics Research Notices / P. SarnakOUP, 2010. — ISSN 1073-7928; 1687-0247; 1687-3017doi:10.1093/IMRN/RNM116
  9. Report of the President to the Board of Trustees // Stanford News — 2008.
  10. 10.0 10.1 Maryam Mirzakhani, first woman to win Fields Medal, dies // The Seattle TimesSeattle: 2017. — ISSN 0745-9696; 2642-7192
  11. http://www.seattletimes.com/nation-world/maryam-mirzakhani-first-woman-to-win-fields-medal-dies/
  12. Maryam Mirzakhani Is First Woman Fields Medalist
  13. 2014 Clay Research AwardsClay Mathematics Institute, 2014.
  14. http://www.ams.org/notices/201304/rnoti-p489.pdf
  15. Maryam Mirzakhani Receives 2009 Blumenthal AwardAmerican Mathematical Society, 2009.
  16. Stanford's Maryam Mirzakhani wins Fields Medal // Stanford News — 2014.
  17. Fields Medals 2014International Mathematical Union.
  18. 365 days: Nature's 10 // Nature / M. SkipperNPG, Springer Science+Business Media, 2014. — Vol. 516, Iss. 7531. — P. 311–9. — ISSN 1476-4687; 0028-0836doi:10.1038/516311A