მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
Maria Leopoldine von Österreich
ბრაზილიის 1-ლი იმპერატორის მეუღლე
მმართ. დასაწყისი: 12 ოქტომბერი 1822
მმართ. დასასრული: 11 დეკემბერი 1826
წინამორბედი: კარლოტა ხოაკინა ესპანელი
მემკვიდრე: ამალია ლოიხტენბერგელი
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 10 მარტი 1826
მმართ. დასასრული: 11 დეკემბერი 1826
წინამორბედი: კარლოტა ხოაკინა ესპანელი
მემკვიდრე: ავგუსტ დე ბოარნე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 იანვარი 1797
დაბ. ადგილი: ვენა, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 11 დეკემბერი 1826
გარდ. ადგილი: რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილიის იმპერია
მეუღლე: პედრუ I
შვილები: მარია II, პორტუგალიის დედოფალი
მიგელი
ჟუანი
ჟანუარია, აკულიის პრინცესა
პაულა
ფრანცისკა, იონვილის პრინცესა
პედრუ II, ბრაზილიის იმპერატორი
დინასტია: ჰაბსბურგები
ბრაგანსის დინასტია
მამა: ფრანც II
დედა: მარია ტერეზა სიცილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი (გერმ. Maria Leopoldine von Österreich; დ. 22 იანვარი 1797, ვენა — გ. 11 დეკემბერი 1826, რიო-დე-ჟანეირო) — დაბადებიდან ავსტრიის ერცჰერცოგინია. გათხოვების შემდეგ ბრაზილიის იმპერატორის მეუღლე და პორტუგალიის დედოფალი.

მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი დაიბადა ქალაქ ვენაში. ის იყო იმპერატორ ფრანც II-ის და მისი მეორე ცოლის, მარია ტერეზა სიცილიელის ქალიშვილი. მის და-ძმებს შორის იყვნენ ავსტრიის იმპერატორი ფერდინანდ I და ნაპოლეონ ბონაპარტის მეორე ცოლი მარია ლუიზა ავსტრიელი.

პედრუ I-თან ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ლეოპოლდინას რიო-დე-ჟანეიროში ჩასვლა, 1817 წელი

1817 წელს მარია ლეოპოლდინა გაემგზავრა ბრაზილიაში რათა დაქორწინებულიყო პორტუგალიელ პრინც დონ პედრო დე ალკანტარზე. პორტუგალიის სამეფო ოჯახი 10 წლის განმავლობაში თავისი სამეფოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობდა, რათა თავი გადაერჩინა ნაპოლეონის თავდახმისაგან. მარია ლეოპოლდინა ყოველმხრივ განათლებული იყო: საუბრობდა ექვს ენაზე, დაინტერესებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით. შემდგომ წლებში მან თავის ახალსამშობლოში მიიწვია ისეთი მკვლევრები და ბიოლოგები, როგორიც იყვნენ იოჰან ბატისტ ფონ სპისკი, კარლ ფრიდრიხ მარციუსი და იოჰან ნატერერი.

როცა მისი მამამთილი, ჟუან VI 1821 წელს დაბრუნდა ლისაბონში, დონ პედრუმ გადაწყვიტა, რომ მისი ოჯახი ბრაზილიაში დარჩებოდა. 1822 წელს მან გამოაცხადა ბრაზილიის დამოუკიდებლობა პორტუგალიისაგან და გახდა ამ ახალი ქვეყნის პირველი იმპერატორი.

ბრაზილიის იმპერატორის მეუღლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ლეოპოლდინა ატარებს მინისტრთა სხდომას, 1822 წლის 2 სექტემბერი

მარია ლეოპოდინა გახდა ბრაზილიის პირველი იმპერატორის მეუღლე. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრაზილიის გამოყოფასა და მისი დამოუკიდებლობაში. 1822 წლის 2 სექტემბერს ლისაბონიდან რიო-დე-ჟანეიროში გამოაგზავნეს ახალი ბრძანება მოთხონებით, მაშინ, როცა პრინცი პედრუ სან-პაულუში იყო. მარია ლეოპოლდინა მოეთათბირა ჟოზე ბონიფაციო დე ანდრადე სილვას, ისარგებლა პრინცესა რეგენტის უფლებით და შეხვდა მინისტრთა საბჭოს. მან გადაწყვიტა საქმის კურსში ჩაეყენებინა ქმარი და ურჩია მას ემოქმედა — დაუყოვნებლივ გამოეცხადებინა ბრაზილიის გამოყოფა პორტუგალიისაგან. წერილში ის წერდა: "ხილი დამწიფდა, დროა დავკრიფოთ". 1822 წლის 17 სექტემბერს პედრუ წერილის მიღებისთანავე გამოცხადა ბრაზილიის დამოუკიდებლობა.

1826 წლის 10 მარტს, როდესაც ჟუან VI გარდაიცვალა, პედრუმ მეკვიდრეობიტ მიიღო ტახტი და გახდა პედრუ IV, მაგრამ ამავე დროს ბრაზილიის იმპერატორადაც რჩებოდა. ამგვარად მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი გახდა ბრაზილიის იმპერატორის და პორტუგალიის მეფის მეუღლე. თუმცა 2 თვის შემდეგ პედრუ იძულებული გახდა პორტუგალიის ტახტი თავისი 17 წლის ქალიშვილითვის, მარიასთვის დაეთმო.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი შვილებთან ერთად

მარია ლეოპოლდინას და პედრუს შეეძინათ 7 შვილი, მაგრამ სრულწლოვანებას, მხოლოდ ოთხმა მიაღწია.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rodrigues, José Honório. Independência: revolução e contra-revolução (5 v.). Rio de Janeiro: F. Alves, 1975.
  • Lacombe, Américo Jacobina, el traductor, La correspondencia entre María Graham y la emperatriz Doña Leopoldina, Itatiaia Editora, Belo Horizonte, 1997.