მანუკ აბეღიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანუკ აბეღიანი
სომხ. Մանուկ Աբեղյան
დაბ. თარიღი 17 (29) მარტი, 1865
დაბ. ადგილი თაზაქენდი, ნახიჩევანის მაზრა, ერევნის გუბერნია, რუსეთი
გარდ. თარიღი 25 სექტემბერი, 1944(1944-09-25)[1] [2] (79 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი
დასაფლავებულია Tokhmakh cemetery
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურული კრიტიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი Q13054341?, Mariamian-Hovnanian Girl's School, გევორქიანის თეოლოგიური სემინარია, ნერსისიანის სკოლა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Institute of Literature of National Academy of Sciences of Armenia
ალმა-მატერი გევორქიანის თეოლოგიური სემინარია, იენის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და პარიზის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და აკადემიკოსი
შვილ(ებ)ი მჰერ აბეღიანი და Suren Abeghyan
ჯილდოები სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

მანუკ ხაჩატურის ძე აბეღიანი (სომხ. Մանուկ Աբեղյան; დ. 29 მარტი [ ძვ. სტ. 17 მარტი], 1865, სოფ. ასტაპატი, ნახიჩევანი, სომხეთი — გ. 25 სექტემბერი, 1944, ერევანი) — სომეხი ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი და ენათმეცნიერი. სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943), ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ეჩმიძიანის სემინარიაში, შემდეგ იენის, ლაიფციგის, ბერლინისა და პარიზის უნივერსიტეტებში. მუშაობდა მასწავლებლად თბილისსა და ეჩმიძიანში. აბეღიანის მთავარი ნაშრომებია: „სომხური ხალხური მითები მოვსეს ხორენცის „სომხეთის ისტორიაში“ (1899), „სომხური ხალხური ეპოსი“ (1908), „ძველი გუსანების ხალხური სიმღერები, ჰაირენები და ანტუნები“ (1932), „სომხური ლექსის საზომები“ (1933), „ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია“ (ტ. 1-2, 1944-1946) და სხვა. მისი რედაქტორობით გამოიცა სომხური ხალხური ეპოსის „დავით სასუნცის“ ვარიანტების კრებული (ტ. 1, 1936; ტ. 2, 1951). მნიშვნელოვანი ტექსტოლოგიური ნაშრომია მოვსეს ხორენცის „სომხეთის ისტორიის“ კრიტიკული გამოცემა (1913). აბეღიანის ენათმეცნიერულმა ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა სომხეთში ახალი სომხური ენუის მეცნიერულ შესწავლას („ახალი სომხური ენის გრამატიკა“, 1906; „ახალი სომხური სალიტერატურო ენის სინტაქსი“, 1912; „სომხური ენის თეორია“, 1931). აბეღიანის სახელი მიეკუთვნა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტს (1945).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]