მაიკ რეზერფორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაიკ რეზერფორდი

მაიკ რეზერფორდი 2022 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 ოქტომბერი, 1950 (1950-10-02) (73 წლის)
დაბ. ადგილი Guildford[1]
წარმოშობა გილდფორდი, სურეი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი
პოპ-როკი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას გიტარა, გიტარა, ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, სიტარი, ჩელო
აქტიური 1967 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Charisma Records
Atlantic Records
WEA Records
Passport Records
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Shergold Double Neck Bass Guitar
Rickenbacker
Steinberger Guitar
საიტი Genesis-music.com
მაიკ რეზერფორდი ვიკისაწყობში

მაიკლ ჯონ კლეოტ კროუფორდ რეზერფორდი (დაიბადა 1950 წლის 2 ოქტომბერს) — ინგლისელი მუსიკოსი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ ჯენესისის ერთ-ერთი დამაარსებელი, გიტარისტი და დამატებითი ვოკალისტია. აგრეთვე ცნობილია საკუთარი ჯგუფით Mike + The Mechanics.

ადრინდელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეზერფორდის მამა, კროუფორდ რეზერფორდი იყო ეროვნული სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი. 13 წლის ასაკში მაიკმა ჩარტერჰაუსის სკოლაში გაიცნო ტონი ბენქსი, პიტერ გებრიელი და ენტონი ფილიპსი. მოგვიანებით მათ ჩამოაყალიბეს ჯგუფი ჯენესისი.

ბასი/გიტარა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეზერფორდის ბას გიტარაზე დაკვრის სტილი გამორჩეულია, რადგანაც მაიკს დაკვრის ორიგინალური ტექნიკა გააჩნია. პროგრესული როკის ჟანრში მისი სოლო პარტიები საკმაოდ ცნობილია.

რეზერფორდი აგრეთვე ცნობილია, როგორც პიონერი 12 სიმიანი გიტარის გამოყენებაში.

სოლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ ჯენესისი ისვენებდა სტუდიური და საკონცერტო მოღვაწეობისგან, მაიკმა ჩაწერა ორი სოლო ალბომი Smallcreep's Day და Acting Very Strange, მოგვიანებით, 1985 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი Mike + The Mechanics. ამ ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერებია All I Need Is a Miracle, The Living Years, Silent Running და Over My Shoulder.

სოლო დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები
სინგლები
Mike + The Mechanics

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #134504925 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.