ლუკა კორდერო დი მონტეცემოლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკა დი მონტეცემოლო

ლუკა კორდერო დი მონტეცემოლო (იტალ.: Luca Cordero di Montezemolo) (* 31 აგვისტო, 1947, ბოლონია, იტალია) - იტალიელი ბიზნესმენი, მეწარმე, ფერარის შეფი.


ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1971 წელს დაამთავრა რომის "La Sapienza" უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდგომში მაგისტრის ხარისხს იცავს კოლუმბიის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკი) საერთაშორისო ვაჭრობის კანონების განხრით (1973).
  • 1973 წლიდან დაიწყო მუშაობა "ფერარიში" ენცო ფერარის ასისტენტად და ამასთანავე დაინიშნა "სკუდერია ფერარი"-ს რბოლის განყოფილების უფროსად.
  • 1977 მონტეცემოლო ტოვებს ფერარის და ინიშნება "ფიატის"-ის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსად.
  • 1982 წლიდან უერთდება კომპანია "Cinzano International" ,რომელსაც ისევე როგორც ფიატსა და ფერარის მართავენ ანიელების ოჯახი. ამავე წელს ხდება აფრებიანი გემების შეჯიბრის "America``s Cup" ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. 1984 წელს მონტეცემოლოს ირჩევენ დაგეგმარების მენეჯერად 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის იტალიაში.


მონტეცემოლო არის აგრეთვე საინვესტიციო ფონდის "Charme"-ს დამაარსებელი,რომელიც ჯერ 2003 წელს "Poltrona Frau"-ს, ხოლო 2004 წელს "Ballantyne"-ს მფლობელი ხდება.

მას აქვს აგრეთვე დოქტორის წოდება "Honoris Causa" მანქანათმშენებლობის დარგში (მოდენის უნივერსიტეტი).

2004 წელს ლუკა კორდერო დი მონტეცემოლო შევიდა მსოფლიოს საუკეთესო მენეჯერების ორმოცდაათეულში.