ლიუკ პლამონდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიუკ პლამონდონი 2015 წელს

ლიუკ პლამონდონი (ფრანგ. Luc Plamondon; დაიბადა 1942 წლის 2 მარტი, სან-რაიმონდი, კვებეკი) — ფრანკო-კანადელი მუსიკალური ტექსტების ავტორი. ღვაწლმა და დამსახურებამ მუსიკის წინაშე მას შესძინა ტიტული ფრანკოფონიის ყველაზე წარმატებული და დიდი ლირიცისტი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლამონოდონს მუსიკალური ტექსტები დაწერილი აქვს არაერთი ცნობილი კვებეკელისათვის: ბრუნო პელეტიე, დაიან დიუფრესნე, რობერტ შარლებუა, სელინ დიონი, გინეტ რენო, მარტინ სტ. კლერი, გარუ, ასევე ფრანგებისთვის: ჟულიენ კლერკი, ნიკოლ კრუასილი, ჯონი ჰოლიდეი, მუსიკოსებისთვის. აგრეთვე, იგი არის თანაავტორი რამდენიმე მიუზიკლისა, როგორებიცაა, სტარმანია და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (რიკარდო კოჩანტესთან ერთად). პლამონდონი არის კვებეკის თავისუფლების მოძრაობის წევრი და ინტერნეტ-მეკობრეობის წინააღმდეგი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1990, კანადის ეროვნული ორდენის რაინდი.
  • 2002, კანადის ორდენის კავალერი.
  • 2003, გააწევრიანეს კანადის დიდების ხეივანში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]