ლიზ ასია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიზ ასია
Lys Assia

ლიზ ასია 1957 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი როზა-მინა შერერი
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1924
დაბ. ადგილი რუპერსვილი, შვეიცარია
წარმოშობა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
გარდ. თარიღი 24 მარტი, 2018 (94 წლის)
გარდ. ადგილი ცოლიკონი, შვეიცარია
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 19422018
ლიზ ასია ვიკისაწყობში

ლიზ ასია (ფრანგ. Lys Assia, ნამდვილი სახელი როზა-მინა შერერი, გერმ. Rosa Mina Schärer; დ. 3 მარტი, 1924, — გ. 24 მარტი 2018) — შვეიცარიელი მომღერალი, 1956 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული.

თავისი სასცენო კარიერა დაიწყო ცეკვით, შემდეგ კი 1940 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო როგორც მომღერალმა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ჩაატარა თავისი პირველი გასტროლები საზღვარგარეთ. იყო პარიზში, დასავლეთ გერმანიაში. სამჯერ წარადგინა შვეიცარია ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე: 1956 წელს — დაიკავა პირველი ადგილი, 1957 წელს — მე-8 ადგილი და ბოლოს, 1958 წელს — მე-2 ადგილი. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა საფრანგეთის ქალაქ კანში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ein Mann Vergißt Die Liebe
  • Schlager Parade

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: