ლეონიდ უტიოსოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონიდ უტიოსოვი

ლეონიდ უტიოსოვი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლაზარ (ლეიზერ) ვაისბეინი
დაბ. თარიღი 9 მარტი/21 მარტი 1895
დაბ. ადგილი ოდესა
გარდ. თარიღი 9 მარტი 1982
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
საქმიანობა მომღერალი
მსახიობი
ლეონიდ უტიოსოვი ვიკისაწყობში

ლეონიდ უტიოსოვი (რუს. Утёсов, Леонид Осипович; ნამდვილი სახელი და გვარია ლაზარ (ლეიზერ) ვაისბეინი; დ. 21 მარტი [ძვ. სტ. 9 მარტი], 1895, ოდესა — გ. 9 მარტი 1982, მოსკოვი) — ესტრადის მსახიობი, მომღერალი და დირიჟორი. სსრკ სახალხო არტისტი (1965). 1911 წლიდან მუშაობდა მინიატიურების თეატრებში, პარალელურად გამოდიოდა ესტრადაზე. უპირატესად როგორც მხატვრული კითხვის ოსტატი, შემდეგ მოსკოვის რევოლუციური სატირის თეატრისა და თავისუფალი თეატრის მსახიობი იყო. 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა თავისავე დაარსებულ საესტრადო ორკესტრს (თავდაპირველად თეა-ჯაზი, შემდეგ რსფსრ სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი). მისი შესრულებისათვის დამახასიათებელი იყო ლირიზმი, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. იყო ისააკ დუნაევსკის, მატვეი ბლანტერის, კონსტანტინე ლისტოვის, ვასილი სოლოვიოვ-სედოის, ლევ კნიპერის, მოდესტ ტაბაჩნიკოვის, ტიხონ ხრენიკოვის ნაწარმოებთა პირველი შემსრულებელი. გადაღებულია კინოში („მხიარული ახალგაზრდობა“, 1934, და სხვა). დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. სახლი, სადაც იგი ცხოვრობდა აღმართულია მემორიალური დაფა. ოდესაში არის უტიოსოვის ძეგლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]