კურტ ლევინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კურტ ლევინი
გერმ. Kurt Lewin
დაბ. თარიღი 9 სექტემბერი, 1890(1890-09-09)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი Mogilno[1]
გარდ. თარიღი 12 თებერვალი, 1947(1947-02-12)[1] [2] [3] [4] [5] (56 წლის)
გარდ. ადგილი Newtonville
მოქალაქეობა  გერმანია
აშშ
საქმიანობა ფსიქოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომისტი
მუშაობის ადგილი კორნელის უნივერსიტეტი, დიუკის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი[7]
განთქმული მოსწავლეები Beatrice Wright
გავლენა მოახდინეს

კურტ ლევინი (დ. 9 სექტემბერი, 1890 — გ. 12 თებერვალი, 1947) — გერმანული წარმოშობის ფსიქოლოგი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ამერიკულ სოციალურ ფსიქოლოგიაზე. ფართო ინტერესების მქონე ფსიქოლოგის მოსაზრებებმა, მრავალ ჰიპოთეზას ჩაუყარა საფუძველი. ის კარგად იცნობდა ფიზიკას, მათემატიკას, ბიოლოგიას. დაინტერესებული იყო ზოგადმეცნიერული, მეთოდოლოგიური საკითხებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურტ ლევინი დაიბადა 1890 წლის 9 სექტემბერს, პრუსიაში ქალაქ მოგილნოში, ებრაელთა ოჯახში. სწავლობდა მიუნჰენის, ფრაიბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს ჯარში, სადაც ოთხი წელი იმსახურა. იყო მძიმედ დაჭრილი, დაიმსახურა არაერთი საბრძოლო ჯილდო. ომის მერე გერმანიაში დაბრუნებული, აქტიურად ჩაერთო პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობაში, ბერლინის უნივერსიტეტში. 1933 წლის აგვისტოში, გერმანიაში ფაშისტური წყობილების დამყარების გამო იძულებული გახდა აშშ-ში გადასახლებულიყო სადაც ჯერ სტენფორდის და შემდეგ კორნელის უნივერსიტეტებში მოღვაწეობდა. 1945 წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა ჯგუფური დინამიკის კვლევით ცენტრს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.

კურტ ლევინი 1947 წლის 12 თებერვალს, 56 წლის ასაკში, აშშ-ში, გარდაიცვალა.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • განზრახვა, ნებელობა და მოთხოვნილება (1926),
  • პიროვნების დინამიკური თეორია (1935),
  • ტოპოლოგიური ფსიქოლოგიის პრინციპები (1936)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტარატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იმედაძე ი., ფსიქოლოგიის ისტორია, თბ. 2008

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118572431 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. 5.0 5.1 Internet Philosophy Ontology project
  6. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  7. Mathematics Genealogy Project — 1997.