კრისტიან ავგუსტ ფრიდრიხ პეტერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტიან ავგუსტ ფრიდრიხ პეტერსი
გერმ. Christian August Friedrich Peters
დაბ. თარიღი 7 სექტემბერი, 1806(1806-09-07)[1]
დაბ. ადგილი ჰამბურგი[2]
გარდ. თარიღი 8 მაისი, 1880(1880-05-08)[1] (73 წლის)
გარდ. ადგილი კილი[2]
მოქალაქეობა ჰამბურგი
საქმიანობა ასტრონომი[3] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი კილის უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი კარლ ფრიდრიხ ვილჰელმ პეტერსი[4]
ჯილდოები ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი და ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის

კრისტიან ავგუსტ ფრიდრიხ პეტერსი (გერმ. Christian August Friedrich Peters; დ. 7 სექტემბერი 1806, ჰამბურგი, გერმანია – გ. 8 მაისი 1880, კილი, გერმანია) — გერმანელი ასტრონომი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1842). 1834-39 წლებში მუშაობდა ჰამბურგის, 1839-49 წლებში კი – პულკოვის ობსერვატორიაში. 1849 წლიდან კენიგსბერგის უნივერსიტეტის პროფესორი. 1854 წლიდან გამოსცემდა ჟურნალს „Astronomische Nachrichten“. ამავე წლიდან იყო ალტონის ობსერვატორიის დირექტორი. 1874 წლიდან კილის უნივერსიტეტის პროფესორი. განსაზღვრა ნუტაციისა და აბერაციის სიდიდეები, გამოიკვლია სირიუსის მოძრაობა, განსაზღვრა გერმანიის ზოგიერთი ქალაქის გრძედები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]