კრისტანა ლოკენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტანა ლოკენი

კრისტანა 2011 წლის 21 მაისს
დაბადების სახელი კრისტანა სომერ ლოკენი
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი, 1979 (1979-10-08) (44 წლის)
გენტი, ნიუ-იორკი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 1994—დღემდე
მეუღლე(ები) ნოა დენბი (2008–2009)
საიტი kristannaloken.net

კრისტანა სომერ ლოკენი (დ. 8 ოქტომბერი, 1979) — ამერიკელი მოდელი და მსახიობი. უკეთ ცნობილია შემდეგ ფილმებში შესრულებული როლებით: „ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი“, „ბლადრეინი“ და „კერკეტი კაკალი ჯეინი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტანა დაიბადა 1979 წლის 8 ოქტომბერს მწერლის მერლინ ლოკენისა და ყოფილი მოდელის რენდი პორატის ოჯახში გენტში, ნიუ-იორკის შტატში. მისი ბებია-პაპა ორივე მშობლის მხრიდან ნორვეგიელი ემიგრანტები იყვნენ უისკონსინში.[1][2] კრისტანა გაიზარდა მის მშობლებთან ერთად ხილის ფერმაზე. მას ჰყავს და, ტანია.[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედის რჩევით კრისტანა გახდა მოდელი[4] და მონაწილეობა მიიღო 1994 წლის კონკურსში Elite Model Look, სადაც მესამე ადგილს დასჯერდა.[5] იმავე წელს ლოკენმა შესრულა დანიელ ანდროპულოს #3-ს როლი სერიალში „როგორც მსოფლიო ბრუნდება“ და, ასევე, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სხვა სატელევიზიო შოუში.

1998 წელს კრისტანა დაამტკიცეს როლზე სერიალში „სასიკვდილო ბრძოლა: დაპყრობა“. 2003 წელს კი ითამაშა მისთვის, ალბათ, ყველაზე ცნობილი, კიბორგ Т-Х-ის როლი ფილმში „ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი“.[6] 2004 წელს შეასრულა ბრუნჰილდას როლი პოპულარულ გერმანულ ფილმში „ნიბელუნგების ბეჭედი“, რომელიც ორი მინი-სერიის სახით გამოვიდა. კრისტანამ 2006 წელს შეასრულა მთავარი ვამპირის, რეინის, როლი ვიდეოთამაშ „ბლადრეინზე“ დაფუძნებულ ამავე სახელწოდების ფილმში. ითამაშა, ასევე, ვიდეოთამაშზე დაფუძნებულ ფილმში „მეფის სახელით“.

კრისტანა ლოკენი გამოჩნდა სერიალის „L სამყარო“ მეოთხე სეზონის მეათე ეპიზოდში, რომლის დებიუტი შედგა 2007 წლის იანვარში. იმავე წელს მან შეასრულა მთავარი როლი სერიალში „კერკეტი კაკალი ჯეინი“, რომელიც გადიოდა 2007 წლის აპრილიდან სექტემბრამდე არხზე Sci-Fi. 2011 წლის დეკემბერში კრისტანამ შეასრულა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტის, რებეკა ლენგის, როლი სერიალ „შავი ნიშანის“ მეხუთე სეზონის ფინალში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტინამ ინტერვიუში ჟურნალთან Curve განაცხადა: „მე ვხვდებოდი და მქონდა სექსი კაცებთან და ქალებთან. უნდა ვაღიარო, რომ ურთიერთობები რომლებიც მქონდა კონკრეტულ ქალებთან, იყო სექსუალურად და ემოციურად უფრო სავსე, ვიდრე ურთიერთობები კონკრეტულ მამაკაცებთან... მე ვუკავშირდები აურით, ენერგიით. და თუ ადამიანი, რომელსაც მე დავუკავშირდები, აღმოჩნდება მდედრობითი სქესის, უბრალოდ, ასეთი ყოფილა ჩემი გზა.“[7]

2006 წლის ნოემბერში ლოკენის კომენტარები ჟურნალში The Advocate ფართო საზოგადოებაში ინტერპრეტირებული იქნა, რომ მას და „ბლადრეინის“ ერთ-ერთ მსახიობს, მიშელ როდრიგესს, ურთიეთობა ჰქონდათ, და მედიაშიც ასე გაიჟღერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობა ოფიციალურად არ დაადასტურა არცერთმა მსახიობმა.[8][9] 2008 წლის 17 იანვარს ლოკენმა საკუთარ საიტზე განაცხადა, რომ ის და „კერკეტი კაკალი ჯეინის“ მსახიობი ნოა დერბი დანიშნულები იყვნენ. წყვილმა იქორწინა კრისტანას ოჯახის კუთვნილ ფერმაზე 2008 წლის 10 მაისს.[10] ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა 2009 წლის 16 ნოემბერს, კრისტანამ განაცხადა, რომ ის და დერბი დაშორდნენ და ამჟამად ქალთან ურთიერთობს.[11]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური როლი შენიშვნები
1997 ბიჭების აკადემია ლინდა ბეიკერი
2000 განგლენდი ენჯი
2001 საჰაერო პანიკა ჯოსი
2003 ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი T-X
2004 ატარა ტატუსავით მერის დედა მოკლე ფილმი
2004 ნიბელუნგების ბეჭედი დედოფალი ბრუნჰილდა
2006 ბლადრეინი რეინი
2006 კირი სიყვარულზე მლაშეა ზეფერ ჯენისი
2007 მეფის სახელით ელორა
2009 დეფური მალინ ლაუსბერგი
2010 ლეგენდა უშესანიშნავეს მაქსიმუსზე ჰოტესა
2010 კვანძები, რომლებიც აკავშირებს ჰოუპ ვებსტერი
2011 S.W.A.T.: შერკინება როუზ უოლკერი
2011 სიყვარულის ბაღი კარენი
2011 შიშველი მსოფლიოს წინაშე დიანა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Article: Baring it all: BloodRayne star Kristanna Loken comes out and tells Curve… | AccessMyLibrary — Promoting library advocacy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-18. ციტირების თარიღი: 2008-03-18.
  2. VG Interview Kristanna Loken
  3. Pink's Lip Stick. The Daily Mirror. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-05. ციტირების თარიღი: 7 октября 2007.
  4. "Kristanna Loken: Fashion Model: Profile with photos, biography and more". Fashion Model Directory. წაკითხვის თარიღი: 14ივნისი, 2012.
  5. "Look of the Year: 2002-2001" დაარქივებული 2012-09-05 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Elite Model Look. წაკითხვის თარიღი: 14 ივნისი, 2012.
  6. D. Hagberg, Terminator 3: Rise of the Machines, 2003, გვ.56
  7. Nasson, Tim. „Kristanna Loken Headlines Dyke-Friendly New Film, BloodRayne“. Curve. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-12. ციტირების თარიღი: 2006-07-28.
  8. http://www.advocate.com/politics/commentary/2007/01/16/larger-life
  9. Kort, Michele (2006-11-15). „Michelle & Kristanna in love!“. The Advocate. PlanetOut Inc. ციტირების თარიღი: 2007-02-04.
  10. Martinez, Yesenia (22 ივნისი, 2008). "Kristanna & Noah Wed!".
  11. Kriegh, LeeAnn (16 ნოემბერი, 2009). "Exclusive Interview: Catching Up with Kristanna Loken". After Ellen.