მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლორადოს კარტოფილის ხოჭო (ლათ. Leptinotarsa decemlineata) — მწერი ფოთლიჭამიების ოჯახისა. საშიში საკარანტინო მავნებელია. აზიანებს ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეებს (კარტოფილი, წიწაკა, პომიდორი, ბადრიჯანი). წელიწადში 1-2 თაობას იძლევა. მოზრდილი ხოჭო ნიადაგში ზამთრობს. ხოჭო და მატლი ფოთლებით იკვებება. კარტოფილის ფოთლის ქვედა მხარეზე 3000-მდე კვერცხს დებს.
ბრძოლის ღონისძიებანი: კარანტინი, მცენარის დამუშავება ინსექტიციდებით ან მათი ნარევით მიკრობიოლოგიურ პრეპარატებთან.