კლარნეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლარნეტი

კლარნეტი (გერმ. Klarinette, ფრანგ. clarinette, იტალ. clarinetto, ლათ. clarus — „მკაფიო ბგერა“) — ხის ენაკიანი ჩასაბერი საკრავი. მიეკუთვნება ხის სასულე საკრავთა ოჯახს. წარმოიშვა სალამურისაგან. თანამედროვე კლარნატს შავი ეკალმუხისაგან, აბაჭონის ხის ან ებონიტისაგან ამზადებენ. საკრავის ზემო ნაწილში ნისკარტისებური, ირიბად თავწაჭრილი სატუჩეა (მუნდშტუკი), რომელზეც მიმაგრებული ლერწმის თხელფირფიტა მთლიანად ხურავს ჰაერის ჩასაბერ ხვრელს. სატუჩეს ეკვრის პატარა კასრი. კლარნეტის ტანზე მოთავსებულია ყველა სახმო და სათითური. საკრავი თავდება ყელმილით. დიაპაზონია მცირე ოქტავის მი-დან მე-3 ოქტავის სოლ-ამდე, კლარნეტის ნაირსახეობებია: ალტის ანუ ტენორის კლარნეტი (ბასეტჰორნი), ბას-კლარნეტი, კონტრაბასკლარნეტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]