კევინ ბეიკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კევინ ბეიკონი

კევინ ბეიკონი 2014 წელს
დაბადების სახელი კევინ ნორვუდ ბეიკონი
დაბადების თარიღი 8 ივლისი, 1958 (1958-07-08) (65 წლის)
ფილადელფია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
პროდიუსერი
აქტიური 1978–დღემდე
მეუღლე(ები) კირა სეჯვიკი

კევინ ნორვუდ ბეიკონი[1] (ინგლ. Kevin Norwood Bacon; დ. 8 ივლისი 1958, ფილადელფია, პენსილვანია, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. იგი ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს გამარჯვებულია, ასევე ემის პრემიის ნომინანტი[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კევინ ბეიკონი დაიბადა 1958 წელს ქალაქ ფილადელფიაში. დედამისი რუთ ჰილდა იყო დამწყები სკოლის მასწავლებელი და ლიბერალი აქტივისტი, ხოლო მამამისი ედმუნდ ბეიკონი (1910-2005) ცნობილი არქიტექტორი. 17 წლის ასაკში კევინმა სახლი მიატოვა რათა მსახიობი გამხდარიყო. იგი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც მუშაობდა ბროდვეის თეატრში. 20 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი სცენაზე. მოგვიანებით რამდენიმე წელი იღებდა პატარა როლებს. თავდაპირველად მონაწილეობას იღებდა სერიალებსა და მცირებიუჯეტიან ფილმებში.

კევინ ბეიკონის კინოდებიუტი შედგა 1978 წელს ფილმში „ცხოველთა სახლი“. დიდ ეკრანზე „შეიჭრა“ 1984 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „თავისუფლები“, რის შემდეგ პოპულარობა მოიპოვა. შემდეგ რამდენიმე ხნით კარიერაში ვარდნა განიცადა, მანამ სანამ ოლივერ სტოუნმა არ მიიწვია ფილმში „ჯფკ“ (1991), რომელიც იყო მისთვის საეტაპო ფილმი. შემდგომ ბეიკონის კინოკარიერამ ისევ აღმავლობა განიცადა და ამჯერად დიდი ხნით. 1994 წელს მერილ სტიპთან ითამაშა ფილმში „ველური მდინარე“. ერთი წლის შემდეგ გამოდის ფილმი „აპოლონ 13“, რომელიც რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული კინოა და მოგვითხრობს ამერიკელ თავდადებულ კოსმონავტებზე. შემდეგ იყო კინოფილმები „უჩინმაჩინი“, „24 საათი“, „მდინარე მისტიკი“, „სად იმალება სიმართლე“, „ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ“ და სხვა.

სხვადასხვა დროს თამაში მოუწია ჰოლივუდის ვარსკვლავებთან: ჯეკ ნიკოლსონთან, რობერტ დე ნიროსთან, ბრედ პიტთან, ტომ კრუზთან, შონ პენთან, ტომ ჰენქსთან, მერილ სტრიპთან, ჯულია რობერტსთან და ა.შ.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1978 ცხოველთა სახლი National Lampoon's Animal House კიპი
1979 თავიდან დაწყება Starting Over ქმარი
1979 ნიჭი The Gift ტედი
1980 მთლიანობაში გმირი Hero at Large მეორე თინეიჯერი
1980 პარასკევი 13 Friday the 13th ჯეკი
1981 მხოლოდ სიცილი Only When I Laugh დონი
1982 საჭაშნიკე Diner ტიმოთი
1982 42-მე Forty Deuce რიკი
1984 თავისუფლები Footloose რენი
1986 ბროკერი Quicksilver ჯეკი
1987 თეთრი წყლის ზაფხული White Water Summer ვიკი
1987 ხაზის დასასრული End of the Line ევერეტი
1987 თვითმფრინავით, მატარებლით, მანქანით Planes, Trains and Automobiles ტაქსის მგზავრი
1988 მას შვილი ეყოლება She's Having a Baby ჯეფერსონი
1989 დამნაშავეთა კანონი Criminal Law მარტინი
1989 დიდი სურათი The Big Picture ნიკი
1990 დედამიწის თრთოლა Tremors ვალენტინი
1990 კომაში Flatliners დევიდი
1991 პირატები Pyrates არი
1991 კუინზის ლოგიკა Queens Logic დენისი
1991 მან თქვა, მანაც თქვა He Said, She Said დენ ჰენსონი
1991 ჯფკ JFK უილი ო'კიფი
1991 პატარა ბიწიერი A Little Vicious მთხრობელი
1992 რამდენიმე კარგი ბიჭი A Few Good Men ჯეკ როსი
1994 დაუმარცხებელი ველური The Air Up There ჯიმი დოლანი
1994 ველური მდინარე The River Wild უეიდი
1995 მკვლელობა პირველი ხარისხის Murder in the First ჰენრი იანგი
1995 აპოლონი13 Apollo 13 ჯეკი
1995 ანფ ბალტო Balto ბალტო
1996 მძინარენი Sleepers შონი
1997 სრულყოფილების პორტრეტი Picture Perfect სემი
1997 დანიშნულების ადგილი ყველგან Destination Anywhere მაიკი
1997 როგორია ტყუოდე ამერიკაში Telling Lies in America ბილი
1998 თხრილი ჩინეთში Digging to China რიკი
1998 ველურობა Wild Things სერჟანტი რეი დუკეტი
1999 ექოს გამოძახილი Stir of Echoes ტომი
2000 ჩემი ძაღლი სკიპი My Dog Skip ჯეკ მორისი
2000 ჩვენ დავქორწინდით მარგოზე We Married Margo საკუთარი თავი
2000 უჩინმაჩინი Hollow Man სებასტიან კეინი
2001 ნოვოკაინი Novocaine ლენსი
2002 მახეში Trapped ჯო
2003 მდინარე მისტიკი Mystic River შონ დივაინი
2003 გაჭრა In the Cut ჯონი
2004 მეტყევე The Woodsman უოლტერი
2004 გამოქვაბულში ბინადარი Cavedweller რონალდი
2005 საყვარელი ბიჭი Loverboy მარტი
2005 სილამაზის სალონი Beauty Shop ჯორჯი
2005 სად იმალება სიმართლე Where the Truth Lies ლენი
2007 სასიკვდილო განაჩენი Death Sentence ნიკი
2007 გზა და კავშირი Rails & Ties ტომ სტარკი
2008 ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავ The Air I Breathe ლავი
2008 ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ Frost/Nixon ჯეკ ბრენანი
2008 ანჯელოს გადარჩენა Saving Angelo ბრენტი
2009 მაგიური შვიდეული The Magic 7 საკუთარი თავი
2009 ჩემი ერთადერთი My One and Only დენი
2011 თეთრი სპილო Elephant White ჯიმი
2011 სუპერი Super ჯოკი
2011 იქს-ადამიანები: პირველი კლასი X-Men: First Class სებასტიან შოუ
2011 ეს სულელური სიყვარული Crazy, Stupid, Love. დევიდი
2012 ჯეინ მენსფილდის ავტომობილი Jayne Mansfield's Car კეროლ კოლდუელი
2013 მოჩვენებითი პატრული R.I.P.D. ბობი ჰეიესი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gary Boyd Roberts. Ten Further Hollywood Figures (or Groups Thereof). New England Historic Genealogical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 13, 2009. ციტირების თარიღი: January 2, 2008.
  2. კევინ ბეიკონის ჯილდოები IMDB