კაჭკაჭი (ლათ.Pica pica) — ფრინველიბეღურასნაირთა რიგისა ყორნისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 45–48 სმ აღწევს, მასა 250 გრამს. ფერად შავ-თეთრია; აქვს გრძელი, საფეხურისებრი ბოლო. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება კაჭკაჭის ქვესახეობა აღმოსავლეთევროპული კაჭკაჭი (Pica pica fennorum). აღმოსავლეთ საქართველოში იგი მობინადრეა, დასავლეთ საქართველოს ზოგ ადგილას — მოზამთრე. ბინადრობს ბუჩქნარებსა და ტყისპირებში, ჭალებში. ბუდეს იკეთებს ხეზე. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც ერთგვარი სარგებლობა მოაქვს.